კრემლში კადიროვის დაბლოკვა დაიწყეს - პუტინის გარემოცვის დიდი დაპირისპირება ჩეჩნეთის ლიდერთან: "როგორც ჩანს, "რუსეთის მეფე" მართლა ცუდად არის
რუსეთის პრეზიდენტის ფავორიტ რამზან კადიროვს, უკრაინის ომთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა, ვიდეოს ჩაწერა, მიმართვა და ინტერნეტში გავრცელება, მხოლოდ კრემლის ნებართვის შემდეგ შეეძლება.
ამის შესახებ ekhokavkaza.com წერს, რომლის მაუწყებლობაც კრემლმა რუსეთში ომის დაწყებიდან მალევე დაბლოკა.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე რუსულ გამოცემას სრულად აეკრძალა ჩეჩნეთის ლიდერის ფრაზების გამოყენება. ამის შესახებ რუსული გამოცემა "Проект" იუწყება. ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, "გადაწყვეტილება კრემლში რამზან კადიროვისა და დმიტრი პესკოვის, ასევე უკრაინასთან მოლაპარაკებების დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ მედინსკის შორის არსებული კონფლიქტის შემდეგ მიიღეს, რომლის შესახებაც ТАСС ანონიმურად აცნობეს".
"Проект" -ის წარმომადგენელმა რუსულ გამოცემას აცნობა, რომ კადიროვის განცხადებები მედიისთვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ხელმძღვანელობის ნებართვის შემდეგ. მისივე ცნობით, კადიროვი ერთადერთი მაღალჩინოსანია, რომლის განცხადებებსაც ცენზურის გავლა მოუწევს.
გამოცემა Кавказ.Реалии-ის ანალიზის თანახმად, უკრაინის ომის დაწყებისთანავე, კადიროვს ფედერალური ტელევიზიები ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდნენ.
3 მაისს, კადიროვმა ვლადიმირ პუტინს "მეორე ეტაპის" დაწყებისკენ მოუწოდა, რათა ე.წ. სამხედრო სპეცოპერაცია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გავრცელებულიყო. მისივე თქმით, რუსულ არმიას ელვისებურად უნდა აეღო კიევი, ხარკოვი და ხერსონი.
ekhokavkaza.com-ის ცნობით, ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა დაიწყო მასშტაბური გამოძიება ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებზე, რომელიც იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ქალაქი რუსული არმიის მიერ იყო ოკუპირებული.
ადგილობრივებისგან მიღებული ინფორმაციისა და მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, კიევის ოლქში სამხედრო დანაშაულებში ჩეჩნეთიდან გაწვეული სამხედროების მონაწილეობა იკვეთება.
ამაზე მიანიშნებს თავად სამხედროების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები. სააგენტოს ცნობით, ბუჩაში, სულ ცოტა სამი დანაყოფი მოქმედებდა, რომელთაც რამზან კადიროვთან მუდმივი კავშირი ჰქონდათ. (გაგრძელება)