ვინ არის "აზოვსტალის" 21 წლის დამცველი, სახელად "ჩიტი" - ამბავი გოგონაზე, რომლის ვიდეოებს უკრაინელი მაღალჩინოსნები აზიარებენ - კვირის პალიტრა

ვინ არის "აზოვსტალის" 21 წლის დამცველი, სახელად "ჩიტი" - ამბავი გოგონაზე, რომლის ვიდეოებს უკრაინელი მაღალჩინოსნები აზიარებენ

ორი დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აზოვსტა­ლის ერთ-ერ­თმა მებ­რძოლ­მა მეტ­სა­ხე­ლით Nik Mark აზოვსტა­ლის თავ­შე­საფ­რი­დან ორი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა უკ­რა­ი­ნულ ენა­ზე მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად მღე­რის. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ქა­ლის ფოტო გა­ა­ზი­ა­რა წარ­წე­რით: "ასე­თი გო­გო­ნე­ბი იცა­ვენ აზოვსტალს. მა­მა­კა­ცე­ბო მა­გა­ლი­თი აი­ღეთ.."

ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. მის ნამ­ღერს უკ­რა­ი­ნის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბიც აზი­ა­რებ­დნენ, მათ შო­რის გახ­ლდათ უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი ან­ტონ გე­რა­შენ­კო.

უც­ნო­ბი გო­გო­ნა აზოვსტა­ლის თავ­შე­საფ­რის მებ­რძო­ლი აღ­მოჩ­ნდა. გე­რა­შენ­კო წერს, რომ კა­ტე­რი­ნა, მეტ­სა­ხე­ლად "ჩიტი", 21 წლის არის და ის უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ტერ­ნო­პოლ­ში გა­ი­ზარ­და.

გო­გო­ნა ად­გი­ლობ­რივ თე­ატ­რში მსა­ხი­ო­ბად მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ სა­ცხოვ­რებ­ლად კი­ევ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც მო­ტო­ციკ­ლის ტა­რე­ბა ის­წავ­ლა... ომის და­წყე­ბის შემ­დეგ 21 წლის ქალი ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად მა­რი­უ­პოლ­ში წა­ვი­და და აზო­ვის მებ­რძო­ლებს შე­უ­ერ­თდა... (წყარო)