ლონდონის Christie’s აუქციონზე ვოლოდიმირ ზელენსკის ქურთუკი 110 ათას დოლარად გაიყიდა - რას წერს The Telegraph? - კვირის პალიტრა

ლონდონის Christie’s აუქციონზე ვოლოდიმირ ზელენსკის ქურთუკი 110 ათას დოლარად გაიყიდა - რას წერს The Telegraph?

ლონდონის Christie’s საქველმოქმედო აუქციონზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ქურთუკი გაიყიდა. აუქციონის დეტალებზე ინფორმაციას გამოცემა The Telegraph ავრცელებს.

მედიის ცნობით, პრეზიდენტ ზელენსკის ხაკისფერი ქურთუკი 90 ათას ფუნტად (110 ათას დოლარად) გაიყიდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა, ღონისძების დასაწყისში სტუმრებს მოუწოდა თანხა "მსხვილად დაეხარჯათ", აუქციონის დასასრულს, ლოტის საბოლოო ფასი თავდაპირველ ღირებულებას რამდენჯერმე აღემატებოდა.

doqi-1651926064.jpg

თავად ვოლოდიმირ ზელენსკი ღონისძიების მსვლელობისას უკრაინიდან ჩაერთო, მან ბრიტანეთსა და ბორის ჯონსონს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ცნობილია, თანხას უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის გადარიცხავენ. გავრცელებული ინფორმაციით, აუქციონზე ზელენსკის ქურთუკის გარდა, კიდევ სხვა ლოტიც იყო წარდგენილი, მათ შორის, მამლის ფორმის დოქი, რომელიც ბორის ჯონსონს უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აჩუქა და ტური უკრაინის დედაქალაქში ვლადიმერ კლიჩკოსთან ერთად.