"ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა შემთხვევით სადილში მარილის ნაცვლად პესტიციდი ჩაყარა, რის შედეგადაც 3 ადამიანი მოიწამლა" - კვირის პალიტრა

"ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა შემთხვევით სადილში მარილის ნაცვლად პესტიციდი ჩაყარა, რის შედეგადაც 3 ადამიანი მოიწამლა"

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მწვავე ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლობლების ინფორმაციით, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა შემთხვევით სადილში მარილის ნაცვლად თეთრი ფერის ნივთიერება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პესტიციდი ჩაყარა, რაც ინტოქსიკაციის მიზეზი გახდა. ოჯახის ორი წევრი და მათთან სტუმრად მყოფი მეზობელი ხაშურში, "ევექსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, სამივე პაციენტი ხაშურიდან თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.