"ზოგიერთ ინტერნეტ წყაროში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიუპოლის დამცველები რუს მებრძოლებთან თეთრი დროშით გავიდნენ" - რა განმარტებას აკეთებს "აზოვის" პოლკი - კვირის პალიტრა

"ზოგიერთ ინტერნეტ წყაროში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიუპოლის დამცველები რუს მებრძოლებთან თეთრი დროშით გავიდნენ" - რა განმარტებას აკეთებს "აზოვის" პოლკი

მარიუპოლის დამცველები რუს მებრძოლებთან თეთრი დროშით მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცისთვის გავიდნენ. ამის შესახებ განმარტება „აზოვის“ პოლკის „ტელეგრამის“ გვერდზე კეთდება.

უკრაინელი მებრძოლები ამგვარად ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ.

„ზოგიერთ ინტერნეტ წყაროში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიუპოლის დამცველები რუს მებრძოლებთან თეთრი დროშით გავიდნენ. სინამდვილეში, სამოქალაქო პირების ევაკუაციის გეგმის რეალიზაციისთვის ორივე მხარის მიერ თეთრი დროშები გამოიყენება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

„აზოვის“ პოლკში განმარტეს, რომ მსგავსი პროცედურა უკვე მეოთხედ ჩატარდა.