"საქართველოს თქვენი იმედი აქვს, რომ უხელმძღვანელებთ ძლიერ საფრანგეთს ძლიერ ევროპაში, რომელიც ღიაა მეზობლებისათვის" - კვირის პალიტრა

"საქართველოს თქვენი იმედი აქვს, რომ უხელმძღვანელებთ ძლიერ საფრანგეთს ძლიერ ევროპაში, რომელიც ღიაა მეზობლებისათვის"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მეორე ვადით არჩევას ულოცავს.

ამის შესახებ ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.

„ჩემი გულწრფელი მილოცვა ემანუელ მაკრონს ინაუგურაციის ამ დღეს საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით. საქართველოს თქვენი იმედი აქვს, რომ უხელმძღვანელებთ ძლიერ საფრანგეთს ძლიერ ევროპაში, რომელიც ღიაა მეზობლებისათვის“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა ინოვაციების აუცილებლობაზე მსოფლიოსა და საფრანგეთისთვის უპრეცედენტო გამოწვევების დროს და თქვა, რომ მისი მეორე ვადა იქნება „ახალი“ და არა უბრალოდ პირველის გაგრძელება.