"ამაზე იშვიათად ვლაპარაკობ, მაგრამ..." - ფილიპ კირკოროვს კრემლში ჯვარზე ცეკვისთვის მილიონ რუბლს სთხოვენ: მწვავე კრიტიკის შემდეგ მომღერალი ბოდიშს იხდის
55 წლის რუსმა პოპ მომღერალმა ფილიპ კირკოროვმა კრემლის სასახლეში საიუბილეო შოუს დროს, ჯვარზე ცეკვისთვის ბოდიში მოიხადა. შესაბამისი მიმართვა მან "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სოციალური ქსელი რუსეთის აკრძალულია, რადგან კორპორაცია Meta-ს ეკუთვნის.
მომღერალმა განმარტა, რომ სიმღერა "მარიამ მაგდალენა“, რომლის დროსაც დეკორატიულ ჯვარზე იცეკვა, გარდაცვლილ დედას ეძღვნებოდა.
"ამაზე იშვიათად ვლაპარაკობ, მაგრამ ეს სიმღერა დედაჩემს ეძღვნება. ის დღე, როდესაც დედა ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, ჩემს დაბადების დღეს ემთხვევა. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, მამაჩემისთვის და ჩემი შვილებისთვის“, - განაცხადა ესტრადის მომღერალმა.

გარდა ამისა, მომღერალმა აღნიშნა, რომ არ სურდა მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა...
"ჩემთვის, როგორც მორწმუნე ადამიანისთვის, რელიგიური სიწმინდეები უაღრესად მნიშვნელოვანი და პატივსაცემია. ყველაფერი, რაც სცენაზე მოხდა, არის ექსკლუზიური ისტორია, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ქრისტიანობის ან სხვა რელიგიის შეურაცხყოფასთან. ასე რომ, თუ ვინმეს გრძნობებს ცუდად შევეხე, გულწრფელ ბოდიშს ვიხდი!” - წერს კირკოროვი.
ფილიპ კირკოროვს 30 აპრილს 55 წელი შეუსრულდა. მომღერალმა იუბილე კრემლის საკონცერტო დარბაზში რამდენიმედღიანი კონცერტით აღნიშნა. ჯვარზე ცეკვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებელმა აქტივისტმა ეკატერინბურგიდან, სერგი ალიევმა, მომღერლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენება მოითხოვა. ალიევი პოპ მომღერლისგან მილიარდი რუბლს ითხოვს. მისი თქმით, კირკოროვმა კრემლში აპრილის კონცერტების დროს ღვთისმგმობელი საქციელი ჩაიდინა. (წყარო)