"ამაზე იშვიათად ვლაპარაკობ, მაგრამ..." - ფილიპ კირკოროვს კრემლში ჯვარზე ცეკვისთვის მილიონ რუბლს სთხოვენ: მწვავე კრიტიკის შემდეგ მომღერალი ბოდიშს იხდის - კვირის პალიტრა

"ამაზე იშვიათად ვლაპარაკობ, მაგრამ..." - ფილიპ კირკოროვს კრემლში ჯვარზე ცეკვისთვის მილიონ რუბლს სთხოვენ: მწვავე კრიტიკის შემდეგ მომღერალი ბოდიშს იხდის

55 წლის რუს­მა პოპ მომ­ღე­რალ­მა ფი­ლიპ კირ­კო­როვ­მა კრემ­ლის სა­სახ­ლე­ში სა­ი­უ­ბი­ლეო შოუს დროს, ჯვარ­ზე ცეკ­ვის­თვის ბო­დი­ში მო­ი­ხა­და. შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თვა მან "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი რუ­სე­თის აკ­რძა­ლუ­ლია, რად­გან კორ­პო­რა­ცია Meta-ს ეკუთ­ვნის.

მომ­ღე­რალ­მა გან­მარ­ტა, რომ სიმ­ღე­რა "მა­რი­ამ მაგ­და­ლე­ნა“, რომ­ლის დრო­საც დე­კო­რა­ტი­ულ ჯვარ­ზე იცეკ­ვა, გარ­დაც­ვლილ დე­დას ეძღვნე­ბო­და.

"ამა­ზე იშ­ვი­ა­თად ვლა­პა­რა­კობ, მაგ­რამ ეს სიმ­ღე­რა დე­და­ჩემს ეძღვნე­ბა. ის დღე, რო­დე­საც დედა ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, ჩემს და­ბა­დე­ბის დღეს ემ­თხვე­ვა. ამი­ტომ, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის და ჩემი ოჯა­ხის­თვის, მა­მა­ჩე­მის­თვის და ჩემი შვი­ლე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ესტრა­დის მომ­ღე­რალ­მა.

filip2-1651957987.jpg

გარ­და ამი­სა, მომ­ღე­რალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ არ სურ­და მორ­წმუ­ნე­თა გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა...

"ჩემ­თვის, რო­გორც მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის, რე­ლი­გი­უ­რი სიწ­მინ­დე­ე­ბი უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და პა­ტივ­სა­ცე­მია. ყვე­ლა­ფე­რი, რაც სცე­ნა­ზე მოხ­და, არის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ის­ტო­რია, რო­მელ­საც არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს ქრის­ტი­ა­ნო­ბის ან სხვა რე­ლი­გი­ის შე­უ­რა­ცხყო­ფას­თან. ასე რომ, თუ ვინ­მეს გრძნო­ბებს ცუ­დად შე­ვე­ხე, გულ­წრფელ ბო­დიშს ვიხ­დი!” - წერს კირ­კო­რო­ვი.

ფი­ლიპ კირ­კო­როვს 30 აპ­რილს 55 წელი შე­უს­რულ­და. მომ­ღე­რალ­მა იუ­ბი­ლე კრემ­ლის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი კონ­ცერ­ტით აღ­ნიშ­ნა. ჯვარ­ზე ცეკ­ვის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა აქ­ტი­ვის­ტმა ეკა­ტე­რინ­ბურ­გი­დან, სერ­გი ალი­ევ­მა, მომ­ღერ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა და მისი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა. ალი­ე­ვი პოპ მომ­ღერ­ლის­გან მი­ლი­არ­დი რუბლს ითხოვს. მისი თქმით, კირ­კო­როვ­მა კრემლში აპ­რი­ლის კონ­ცერ­ტე­ბის დროს ღვთის­მგმო­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლი ჩა­ი­დი­ნა. (წყარო)