"ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს" - კვირის პალიტრა

"ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს"

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

ე.წ. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობენ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი.

ყველა ე.წ. საარჩევნო უბანს სამართალდამცავები იცავენ. ე.წ. შსს-ს თანამშრომლები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანეს.

ოკუპირებულ რეგიონში სულ გახსნილია 76 ე.წ. საარჩევნო უბანი. ორი უბანი გახსნილია ჩრდილოეთ ოსეთში, თითო - მოსკოვსა და სოხუმში. ე.წ. საარჩევნო კომისიამ 40 ათასი ბიულეტენი დაბეჭდა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 32 ათასს შეადგენს.

გაიმარჯვებს ის, ვინც ხმათა მეტ რაოდენობას დააგროვებს. იმისთვის,რომ მეორე ტური შედგეს, მასში მონაწილეობა უნდა მიღოს „ამომრჩეველთა“ 30 %-მა.

ე.წ. არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"