"გი­ლო­ცავ, ჯა..." - როგორ ულოცავს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლილ მე­უღ­ლეს, ჯან­რი კა­ში­ას და­ბა­დე­ბის დღეს - კვირის პალიტრა

"გი­ლო­ცავ, ჯა..." - როგორ ულოცავს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლილ მე­უღ­ლეს, ჯან­რი კა­ში­ას და­ბა­დე­ბის დღეს

პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლილ მე­უღ­ლეს, ჯან­რი კა­ში­ას და­ბა­დე­ბის დღეს ულო­ცავს.

"გი­ლო­ცავ ჯა... " - წერს პრე­ზი­დენ­ტი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მე­ო­რე მე­უღ­ლე მწე­რა­ლი, მკვლე­ვა­რი და ჟურ­ნა­ლის­ტი ჯან­რი კა­შია 10 წლის წინ, 2012 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

წყვი­ლი 1993 წლი­დან იყო ქორ­წი­ნე­ბა­ში. მათ ერ­თობ­ლი­ვი შვი­ლე­ბი არ ჰყო­ლი­ათ, თუმ­ცა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ორი შვი­ლი - თე­ი­მუ­რაზ და ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნე­ბი ჰყავს.

"რო­დე­საც ოჯახ­ზე ვლა­პა­რა­კობ, ყო­ველ­თვის მინ­და, სა­უ­ბა­რი ჯან­რით და­ვი­წყო, მაგ­რამ რო­გორ გა­მო­მი­ვა, არ ვიცი... რო­დე­საც ჯან­რიმ, რო­გორც თა­ვად ამ­ბობ­და, თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ­ჩია და საფ­რან­გეთს პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი სთხო­ვა, მა­შინ იქა­ურ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ვმუ­შა­ობ­დი და მთხო­ვეს გა­მერ­კვია, სად უნდა მი­ე­ტა­ნა სა­ბუ­თე­ბი. მა­შინ გა­ვი­ცა­ნი ჯან­რი, მაგ­რამ რო­დე­საც ”ქარ­თულ-ევ­რო­პუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი" და­ა­არ­სა, უფრო და­ვუ­ახ­ლოვ­დით ერ­თმა­ნეთს... ამ დროს პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი.

ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი. დიდი ტკი­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით ვცხოვ­რობ­დი. ის მხო­ლოდ მე­უღ­ლე კი არა, ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მებ­რძო­ლი იყო...

სა­ერ­თო შვი­ლი არ გვყავს, მაგ­რამ მის შვი­ლებ­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, სულ ვამ­ბობ­დით, რომ გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ოჯა­ხი გვქონ­და..." - ამ­ბობ­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი წლე­ბის წინ ჟურ­ნალ­მა "რე­ი­ტინ­გის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.