"წი­ლო­სა­ნი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა", ამი­ტომ ურ­ჩევ­ნია რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას" - გია ხუხაშვილი ნინო წი­ლო­სა­ნის განცხადებას ეხმაურება? - კვირის პალიტრა

"წი­ლო­სა­ნი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა", ამი­ტომ ურ­ჩევ­ნია რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას" - გია ხუხაშვილი ნინო წი­ლო­სა­ნის განცხადებას ეხმაურება?

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რის, ნინო წი­ლო­სა­ნის მიერ "ფორ­მუ­ლას­თან" გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ქალ­ბა­ტო­ნი წი­ლო­სა­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გულ­წრფე­ლია და მაქ­სი­მა­ლუ­რად ზუს­ტად ასა­ხავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან სამ­ყა­როს აღ­ქმას - მათ­თვის მთა­ვა­რია არა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­სად­მი, არა­მედ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სად­მი" და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. რუ­სეთს არ უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, მაგ­რამ უყ­ვარს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა". უკ­რა­ი­ნას არ უყ­ვარს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", მაგ­რამ უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო. წი­ლო­სა­ნი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა", ამი­ტომ ურ­ჩევ­ნია რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას. ყვე­ლა­ფე­რი ლო­გი­კუ­რია…" - წერს ხუ­ხაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში"

ცნო­ბის­თვის, ნინო წი­ლო­სანს "ფორ­მუ­ლას" გა­და­ცე­მა "დრო­ე­ბის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა, ახ­სენ­დე­ბა თუ არა ერთი შემ­თხვე­ვა მა­ინც, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რებს პუ­ტი­ნის მი­სა­მარ­თით გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნოთ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ეპი­თე­ტე­ბი, რა­ზეც წი­ლო­სან­მა ასე უპა­სუ­ხა: "მე არ მახ­სენ­დე­ბა ისე­თი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ფაქ­ტე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ, თუ არ ჩავ­თვლით ძი­რი­თად შუ­რა­ცხყო­ფას, ძი­რი­თად ტრა­გე­დი­ას, რაც ოკუ­პა­ცია არის, ამის შემ­დგომ ნამ­დვი­ლად ისე­თი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რო­გო­რიც ამ შემ­თხვე­ვა­ში უკ­რა­ი­ნის რიგი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მხრი­დან მოგ­ვად­გა, ნამ­დვი­ლად არ მახ­სენ­დე­ბა“, – თქვა დე­პუ­ტატ­მა.