"მეტი აღარ შემიძლია...მერე გახდება სანატრელი ეკა! უი, უი, ეს მოღალატეოო...." - კვირის პალიტრა

"მეტი აღარ შემიძლია...მერე გახდება სანატრელი ეკა! უი, უი, ეს მოღალატეოო...."

მომღერალი ეკა კვალიაშვილი ქვეყნის დატოვებას გეგმავს და სოციალურ ქსელში წერს:

"მე პირადად, აქედან უნდა წავიდე! მეტი აღარ შემიძლია... 200 0000000 პროექტი და იდეა მაქვს, მაქვს ნიჭი, მაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ გავაკეთო ჩემი საქმე, გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის და ხალხისთვის? მაგრამ, წლები გავიდა, და კიდევ გადის, რას ველოდო? სანამ მთლიანად დამაავადებენ და მერე, ოღონდაც უი საწყალიო ათქმევინე და თან ჩამოგყვებიან, მთავარია მიწაში იწვე!!არაა, მე ჩემს სიტყვას ვიტყვი, სხვაგან... და მერე გახდება სანატრელი ეკა! უი უი ეს მოღალატეოო, აქ რას მიკეთებდაო, ხოდა არაფერს, ვერაფერს, აქაურ მენტალიტეტს კარგად ვიცნობ, ამიტომ წავედი, თავს უნდა მივხედო, -სამშობლო დედის ძუძუი-ო, აღარაა დედაჩემი ცოცხალი, შესაბამისად, გერი გამოვდექი, ხოდა სადაც დამაფასებს სამყარო იქ ვიცხოვრებ!"- წერს მომღერალი ფეისბუქის გვერდზე

sqriniiiii-1652018592.png

მომღერლის პოსტს მალევე მოჰყვა გამოხმაურება და შეკითხვა, ხო არ აპირებს იგი რუსეთში წასვლას?

„სად წავალ მაართლა არავის საქმეა, რადგან მე ასე მესმის, მაგრამ რუსეთი არ არის ჩემი ქვეყანა, ყოფილი საბჭოეთის ყველა ქვეყანა მიუღებია ჩემთვის, მეყო, ვსიო!!!“.- პასუხობს მომღერალი.