ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა - კვირის პალიტრა

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ვიზიტით მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბარბელ ბასს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და გერმანიას მისი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიისგან ძლიერ და თავდაჯერებულ ლიდერობას ელის, რომელიც უკრაინას რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, მხარეებმა უპირველესად გერმანიის მხრიდან უკრაინის შემდგომი თავდაცვითი დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ ისაუბრეს.

ამასთან, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის ევროკავშირის წევრობისკენ სვლას დაეთმო.

"ინტერპრესნიუსი"