"აქამდე მეგონა, უბრალოდ N1 ბრიყვად ჰყავდათ დანიშნული, სასაცილო თოჯინად" - რას წერს თინა ხიდაშელი ნინო წილოსანზე - კვირის პალიტრა

"აქამდე მეგონა, უბრალოდ N1 ბრიყვად ჰყავდათ დანიშნული, სასაცილო თოჯინად" - რას წერს თინა ხიდაშელი ნინო წილოსანზე

ექსმი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რის, ნინო წი­ლო­სა­ნის მიერ "ფორ­მუ­ლას­თან" გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

"არ მიყ­ვარს ხოლ­მე სა­ყო­ველ­თაო გმო­ბა­ში ჩარ­თვა მაგ­რამ ამას ვერ გა­ვა­ტა­რებ!“

თუ არ ჩავ­თვლით ოკუ­პა­ცი­ას”, თუ არ ჩავ­თვლით სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვე­ბით გა­მოყ­რილ ქარ­თვე­ლებს, თუ არ ჩავ­თვლით გა­ბულ­დო­ზე­რე­ბულ ქარ­თულ სოფ­ლებს, თუ არ ჩავ­თვლით სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში ნა­წა­მებ არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვილს და გიგა ოთხო­ზო­რი­ას, ათა­სო­ბით მის­ნა­ი­რად ტვინ­მო­წამ­ლულ ქარ­თველს რო­მელ­საც შე­უძ­ლია თქვას “თუ არ ჩავ­თვლით ოკუ­პა­ცი­ას”, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში ეთ­ნი­კურ წმენ­და­ზე, მის­ნა­ი­რი რეგ­ვე­ნე­ბის წყა­ლო­ბით, მო­რი­გი ოკუ­პა­ცი­ის და ომის შან­ტა­ჟის ქვეშ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა­ზე ….

თუმ­ცა ალ­ბათ, არც ოჯახ­ში ეცა­ლათ პა­ტა­რა რომ იყო აეხ­სნათ, სა­ვა­რა­უ­დოდ მხო­ლოდ ქვეყ­ნის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ­სე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბით ჩანს და ასე გა­ი­ზარ­და.აქამ­დე მე­გო­ნა უბ­რა­ლოდ #1 ბრიყ­ვად ჰყავ­დათ და­ნიშ­ნუ­ლი, სა­სა­ცი­ლო თო­ჯი­ნად" - წერს თინა ხი­და­შე­ლი.

ცნო­ბის­თვის, ნინო წი­ლო­სანს "ფორ­მუ­ლას" გა­და­ცე­მა "დრო­ე­ბის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა, ახ­სენ­დე­ბა თუ არა ერთი შემ­თხვე­ვა მა­ინც, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რებს პუ­ტი­ნის მი­სა­მარ­თით გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნოთ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ეპი­თე­ტე­ბი, რა­ზეც წი­ლო­სან­მა ასე უპა­სუ­ხა:

"მე არ მახ­სენ­დე­ბა ისე­თი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ფაქ­ტე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ, თუ არ ჩავ­თვლით ძი­რი­თად შუ­რა­ცხყო­ფას, ძი­რი­თად ტრა­გე­დი­ას, რაც ოკუ­პა­ცია არის, ამის შემ­დგომ ნამ­დვი­ლად ისე­თი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რო­გო­რიც ამ შემ­თხვე­ვა­ში უკ­რა­ი­ნის რიგი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მხრი­დან მოგ­ვად­გა, ნამ­დვი­ლად არ მახ­სენ­დე­ბა“, – თქვა დე­პუ­ტატ­მა.