"ჩვენ ამაყად, თავაწეული ვივლით" - პუტინის მხარდამჭერმა მომღერლებმა 9 მაისს სიმღერა მიუძღვნეს
სოსო პავლიაშვილმა და გრეგორი ლეპსმა მეორე მსოფლიო ომზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად დუეტი ჩაწერეს, რომლის პრემიერაც კრემლის საკონცერტო დარბაზში შედგა.
სიმღერას "9 მაისი" ჰქვია და როგორც რუსულ მედიას სოსო პავლიაშვილმა განუცხადა, ეს სიმღერა დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის იყო განკუთვნილი.
"ჩვენ ყოველთვის ამაყად თავაწეული ვივლით, რადგან ჩვენში სრულფასოვანი ადამიანების სისხლი მიედინება, როგორც ჩემში იღვრება ჩემი ბაბუის სისხლი, რომლის სახელიც მქვია - იოსები. ის ფრონტზე გარდაიცვალა. თავი გაწირა სიხარულისთვის, მშვიდობისთვის და უფლისთვის.", - განაცხადა სოსო პავლიაშვილმა.
მომღერლის თქმით, სიმღერის შექმნის სურვილი ჯერ კიდევ 90-იანი წლებში გაუჩნდა. ამის შემდეგ სოსო პავლიაშვილი პოეტ მიხეილ ტანიჩთან მივიდა და მუსიკა მოასმენინა, სთხოვა ტექსტი დაეწერა.
"ძია მიხეილი, როგორც მე მას ვუწოდებ, თავად იყო ომში და პირადად იცის ბრძოლის შიში და გამარჯვების ნეტარება. მას ძალიან მოეწონა მუსიკა", - ამბობს პავლიაშვილი.