"ბიბილოვი არჩევნების შემდეგ ცხინვალის დატოვებას და საყვარელ ქალთან ერთად მოსკოვში ცხოვრებას გეგმავს" - ვინ არის დონეცკელი ქალი, რომელთანაც "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პრეზიდენტს რომანი აქვს
ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ადგილობრივი გამოცემა cominf.org -ის ცნობით, "მოსახლეობის აქტიურობიდან გამომიდინარე, არჩევნები შედგა". თუმცა, ოსური მედია და ე.წ. ცესკო ჯერჯერობით შედეგებზე არ საუბრობენ.
"14:00 საათისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტიურობა 40, 4 % იყო, ეს კი ნიშნავს, რომ არჩევნები შედგა", - ამბობს ოსურ მედიასთან საუბარში ე.წ. ცესკოს ხელმძღვანელი ემილია გაგიევა.
მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურზე იყო 25, "აკრედიტირებული" დამკვირვებელი რუსეთიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, ასევე დონეცკის და ლუგანსკის "რესპუბლიკებიდან."
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხვალ, 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, შესაძლოა, ხმების დათვლა გადაიდოს.
პირველ ტურში ბიბილოვს ხმა მოსახლეობის 34,95%-მა, ხოლო კონკურენტს ალან გაგლოევს - 38,55%-მა მისცა. გაგლოევს მხარს უჭერს მეორე ტურში ვერ გადასული სამივე კანდიდატი.
ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიბილოვი უკვე შეგუებულია წაგებას და მას "პირად ცხოვრებაში იმდენად მნიშვნელოვანი სიახლეები აქვს, რომ პოლიტიკური მარცხი მისთვის შესაძლოა, დიდი ტრაგედია სულაც არ იყოს."
რამდენიმე დღეა ფეისბუქში ვრცელდება ფოტოები, სადაც ანატოლი ბიბილოვი დონეცკელ ახალგაზრდა გოგონასთან ერთად არის აღბეჭდილი.
როგორც ირკვევა, მისგან ოთხი წლის შვილიც ჰყავს, რომელიც მამის მოსახელეა.