"ბიბილოვი არჩევნების შემდეგ ცხინვალის დატოვებას და საყვარელ ქალთან ერთად მოსკოვში ცხოვრებას გეგმავს" - ვინ არის დონეცკელი ქალი, რომელთანაც "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პრეზიდენტს რომანი აქვს - კვირის პალიტრა

"ბიბილოვი არჩევნების შემდეგ ცხინვალის დატოვებას და საყვარელ ქალთან ერთად მოსკოვში ცხოვრებას გეგმავს" - ვინ არის დონეცკელი ქალი, რომელთანაც "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პრეზიდენტს რომანი აქვს

ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თა. ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა cominf.org -ის ცნო­ბით, "მო­სახ­ლე­ო­ბის აქ­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მო­მი­დი­ნა­რე, არ­ჩევ­ნე­ბი შედ­გა". თუმ­ცა, ოსუ­რი მე­დია და ე.წ. ცეს­კო ჯერ­ჯე­რო­ბით შე­დე­გებ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ.

"14:00 სა­ა­თის­თვის, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­უ­რო­ბა 40, 4 % იყო, ეს კი ნიშ­ნავს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი შედ­გა", - ამ­ბობს ოსურ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში ე.წ. ცეს­კოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ემი­ლია გა­გი­ე­ვა.

მი­სი­ვე თქმით, არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ზე იყო 25, "აკ­რე­დი­ტი­რე­ბუ­ლი" დამ­კვირ­ვე­ბე­ლი რუ­სე­თი­დან, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­დან, ასე­ვე დო­ნეც­კის და ლუ­განსკის "რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან."

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ხვალ, 9 მა­ი­სის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­საძ­ლოა, ხმე­ბის დათ­ვლა გა­და­ი­დოს.

პირ­ველ ტურ­ში ბი­ბი­ლოვს ხმა მო­სახ­ლე­ო­ბის 34,95%-მა, ხოლო კონ­კუ­რენტს ალან გაგ­ლო­ევს - 38,55%-მა მის­ცა. გაგ­ლო­ევს მხარს უჭერს მე­ო­რე ტურ­ში ვერ გა­და­სუ­ლი სა­მი­ვე კან­დი­და­ტი.

ამას­თან, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბი­ბი­ლო­ვი უკვე შე­გუ­ე­ბუ­ლია წა­გე­ბას და მას "პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე­ე­ბი აქვს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­ცხი მის­თვის შე­საძ­ლოა, დიდი ტრა­გე­დია სუ­ლაც არ იყოს."

რამ­დე­ნი­მე დღეა ფე­ის­ბუქ­ში ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი დო­ნეც­კელ ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას­თან ერ­თად არის აღ­ბეჭ­დი­ლი.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მის­გან ოთხი წლის შვი­ლიც ჰყავს, რო­მე­ლიც მა­მის მო­სა­ხე­ლეა.

განაგრძეთ კითხვა