"ჩუ, ნუ სტირი, გაიხარე... მიფრენილა ანგელოზად, უფალს უზის კალთაში!" - პაატა გულიაშვილმა ნიკოლოზ წულუკიძის შვილს ლექსი მიუძღვნა - კვირის პალიტრა

"ჩუ, ნუ სტირი, გაიხარე... მიფრენილა ანგელოზად, უფალს უზის კალთაში!" - პაატა გულიაშვილმა ნიკოლოზ წულუკიძის შვილს ლექსი მიუძღვნა

მსახიობი პაატა გულიაშვილი ტელეწამყვანისა და თეატრმცოდნის - ნიკოლოზ წულუკიძის შვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად დაიღუპა, ლექსს უძღვნის, რომელსაც "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს:

„პატარა კიტა წულუკიძეს

დარი ბინდში გაიხლართა,სულში ბზარი ახალი,

შენს ბაგეზე თოვლი დადნა,ცრემლად მოდის ზამთარი,

დამხობილა სევდა ლხინთან,ვერ უშველა ბრმა არის,სამოთხეში ჩიტი გალობს,

აქ ემღერა რა არის?

სანუგეშო დარჩა რამე?იქნებ ეგეც არ არის?ჩუ, ნუ სტირი, გაიხარე, ამბავია ახალი,მიფრენილა ანგელოზად, უფალს უზის კალთაში!

პ.გულიაშვილი 08.05.22“ . – წერს პაატა გულიაშვილი სოციალურ ქსელში.

3 მაისს ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. წლისა და რვა თვის კიტა ტრაგიკულად გარდაიცვალა.