დათის გადასარჩენად მისმა მეგობარმა ფული ყვავილების გაყიდვით მოაგროვა - რა პოსტს აქვეყნებს დათის დედა - კვირის პალიტრა

დათის გადასარჩენად მისმა მეგობარმა ფული ყვავილების გაყიდვით მოაგროვა - რა პოსტს აქვეყნებს დათის დედა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის დედა "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს პოსტს, სადაც ყვება პატარა ანდროს შესახებ, რომელმაც მისი შვილის გადასარჩენად, ერთ დღეს, თურმე, ყვავილები დაკრიფა და გაყიდა, პირველი ნაშრომი კი დედას მისცა და უთხრა, დათის გადასარჩენად გადაერიცხა.

„ანდრო, შენ ხარ უუუუსაყვარლესი ბიჭი და ნამდვილი მეგობარი, მიყვარხარ და მენატრები ჩემო კუწკუწა.

დიდი მადლობა, რომ ასეთი კეთილი და მზრუნველი ხარ“, - წერს ქრისტინე მამუკაშვილი, რომელიც პოსტს ანდროს დედის მესიჯსაც ურთავს.

279924740-10217533711733359-1468214980952439217-n-1652040349.jpg