აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2600-ზე მეტ რუს და ბელარუს სამხედროებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს - კვირის პალიტრა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2600-ზე მეტ რუს და ბელარუს სამხედროებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2600-ზე მეტ რუს და ბელარუს სამხედროებზე სავიზო შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი ,,ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს.

ბლინკენის თქმით, აღნიშნული, რუს ჯარისკაცებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას შეუწყობს ხელს.

,,რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და შექმნეს ჰუმანიტარული კატასტროფა. საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტმა 2600-ზე მეტ რუს და ბელარუს სამხედროებსა და სხვა ოფიციალურ პირებს პასუხისმგებლობის დაკისრების ხელშეწყობის მიზნით, სავიზო შეზღუდვები დაუწესა”, - წერს ბლინკენი.