"უკრაინელებმა სააღლუმო კატერი ჩაძირეს, რომელზეც პუტინს, თავის დროზე, მიღებული აქვს აღლუმები..." - ბუკა პეტრიაშვილი - კვირის პალიტრა

"უკრაინელებმა სააღლუმო კატერი ჩაძირეს, რომელზეც პუტინს, თავის დროზე, მიღებული აქვს აღლუმები..." - ბუკა პეტრიაშვილი

ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ალექ­სი (ბუკა) პეტ­რი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს:

"დღეს ევ­რო­პა "მშვი­დო­ბის და ერ­თი­ა­ნო­ბის" დღეს აღ­ნიშ­ნავს. ევ­რო­პა­ში 9 მა­ი­სი ევ­რო­პის დღეა! გი­ლო­ცავთ ამ დღეს! მი­უ­ხე­და­ვად მით­ქმა-მოთ­ქმე­ბი­სა, უწყვე­ტი შე­ტე­ვის და და­ბომბვი­სა, ლე­გენ­და­რუ­ლი მა­რი­უ­პო­ლი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გმი­რუ­ლად დგას! არც მისი გმი­რი დამ­ცვე­ლე­ბი აპი­რე­ბენ და­ნე­ბე­ბას და არც პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი აკ­ლებს ძა­ლის­ხმე­ვას! "აზო­ვე­ლებ­მა" ბომ­ბე­ბის ქვეშ მო­ა­ხერ­ხეს და და­ნაღ­მეს ის მხა­რე­ე­ბი, რომ­ლის დაც­ვა და კონ­ტრო­ლი ხალ­ხის და შე­ი­ა­რა­ღე­ბის სიმ­ცი­რის გამო სულ უფრო ჭირ­და! მა­რი­უ­პო­ლის ლე­გენ­და­რუ­ლი მცვე­ლე­ბი იდ­გე­ბი­ან ბო­ლომ­დე! მათ უკვე გა­ა­ნად­გუ­რეს 2500 ურ­დო­სი, დაჭ­რეს 5000, აა­ფეთ­ქეს 30 ტან­კი და და­ა­ზი­ა­ნეს 60! დი­დე­ბა გმი­რებს!

ნუ აყ­ვე­ბით პრო­პა­გან­დას და ნერ­ვებს - ყვე­ლა­ზე მე­ტად უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს და მის გუნდს უნდა, რომ მა­რი­უ­პო­ლი გა­იწ­მინ­დოს ურ­დო­სე­ბის­გან! ასეც იქ­ნე­ბა! მაგ­რამ ამის­თვის უკ­რა­ი­ნას მძი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბა და ტექ­ნი­კა სჭირ­დე­ბა! უკ­რა­ი­ნა მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის ცენ­ტრად გა­და­იქ­ცა! კა­ნა­დის პრე­მი­ე­რი ტრი­უ­დო ზე­ლენ­სკის კა­ბი­ნე­ტი­დან, ზე­ლენ­სკის­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და დიდი შვი­დე­უ­ლის შეხ­ვედ­რა­ში! შე­თან­ხმდნენ, რომ გვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ პუ­ტი­ნის და­სა­მარ­ცხებ­ლად! გა­ნი­ხი­ლავ­დნენ რუ­სე­თის და ბე­ლა­რუ­სის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის სა­კითხს, უკ­რა­ი­ნის­თვის შე­ი­ა­რა­ღე­ბის და ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბის დე­ტა­ლებს, პუ­ტი­ნის და ლუ­კა­შენ­კას კრი­მი­ნა­ლი ხელ­ქვე­ი­თე­ბის და მათი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სან­ქცი­ე­ბის სიას!ამა­სო­ბა­ში აშშ ს პირ­ვე­ლი ლედი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­და უკ­რა­ი­ნის პირ­ველ ლე­დის­თან, ლე­გენ­და­რუ­ლი ბონო, იუ 2 და ეჯი მღე­როდ­ნენ ხრეშ­ჩა­ტი­კის მეტ­რო­ში და...

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ავი­თა­რებ­დნენ კონ­ტრშე­ტე­ვას ხარ­კო­ვის, ზა­პო­რო­ჟი­ეს და ხერ­სო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით! კი­დევ ერთი "სა­ჩუ­ქა­რი" პუ­ტინს:

რო­გორც დად­გინ­და, გვე­ლუ­კას კუნ­ძულ­თან ჩვე­ნებ­მა სა­აღ­ლუ­მო "რაპ­ტო­რის" ტი­პის კა­ტე­რი ჩა­ძი­რეს, რო­მელ­ზეც თა­ვის დრო­ზე პუ­ტინს მი­ღე­ბუ­ლი აქვს აღ­ლუ­მე­ბი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში და დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ სე­ვას­ტო­პოლ­ში! აღ­მო­სავ­ლე­თის და სამ­ხრე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გუ­შინ ჩვე­ნებ­მა 20-მდე ტან­კი, ამ­დე­ნი­ვე ჯავ­შან­ტექ­ნი­კა და 200-მდე ურ­დო­სი, ანუ ორკი, ანუ რა­შის­ტი გა­ა­ნად­გუ­რეს! ერთი ათა­სად! უკ­რა­ი­ნა გა­ი­მარ­ჯვებს! დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას! დი­დე­ბა გმი­რებს! დი­დე­ბა ერს! სიკ­ვდი­ლი მტერს".