"მინდა დიდი პატივისცემა დავუდასტურო გმირ ვეტერანებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ - ქართველებს ძალიან დიდი წვლილი გვაქვს გამარჯვებაში" - კვირის პალიტრა

"მინდა დიდი პატივისცემა დავუდასტურო გმირ ვეტერანებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ - ქართველებს ძალიან დიდი წვლილი გვაქვს გამარჯვებაში"

დღეს არის 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი - მოგეხსენებათ, ჩვენი, ქართველების ძალიან დიდი დამსახურება ამ ომის გამარჯვებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აღნიშნა.

მან ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა.

„მინდა ჩვენს გმირ ვეტერანებს, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე. დღეს არის 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი. მინდა ჩემი დიდი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს გმირ ვეტერანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში და მოგეხსნებათ, ქართველებს გვაქვს ძალიან დიდი წვლილი და დამსახურება ამ ომში გამარჯვების. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გაწირეს მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ჩვენი, ქართველების ძალიან დიდი დამსახურება ამ ომის გამარჯვებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ აღნიშნავს საქართველო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს, ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 9 მაისი კიდევ ერთხელ მიულოცა.

„თქვენ მინდა მოგილოცოთ 9 მაისი, ყველას გისურვოთ გამარჯვება და მშვიდობა“, - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერპრესნიუსი