"სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება" - კვირის პალიტრა

"სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება"

სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება, - ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა მას შემდეგ რაც მან ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში ალან გაგლოევის „გამარჯვება“ აღიარა.

„რეფერენდუმი იქნება“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, რეფერენდუმისთვის ყველა დოკუმენტი შეგროვდა და „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“ წარედგინა.

„მათ უნდა განიხილონ ეს ყველაფერი და შემდეგ წარუდგინონ უზენაეს სასამართლოს და დაადგინონ თარიღი“, - აღნიშნა ბიბილოვმა.

IPN