"ეს პუტინის ეპოქის დასასრულის დასაწყისია - უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის ამ დონეს არ ელოდა" - რუსეთის ყოფილი პრემიერი - კვირის პალიტრა

"ეს პუტინის ეპოქის დასასრულის დასაწყისია - უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის ამ დონეს არ ელოდა" - რუსეთის ყოფილი პრემიერი

რუსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მიხეილ კასიანოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის გამარჯვების დღის გამართულმა გამოსვლამ აჩვენა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა იცის, რომ მისი ომი მარცხდება.

Sky News-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ პუტინი აშკარად გასაჭირშია და ეს „პუტინის ეპოქის დასასრულის დასაწყისია“.

„რუსეთის პრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანეს და არ ელოდა უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის ამ დონეს“, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს არ გამოცხადდა გამარჯვება, ნიშნავს, რომ რუსული ძალები "კარგავენ ძალას".

IPN