"ბირ­თვულ ომში ნატო-ს წევრ ქვეყ­ნებს ჩვენ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გა­ვა­ნად­გუ­რებთ" - რუ­სუ­ლი კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს ხელმძღვანელი, დი­მიტ­რი რო­გო­ზი­ნი? - კვირის პალიტრა

"ბირ­თვულ ომში ნატო-ს წევრ ქვეყ­ნებს ჩვენ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გა­ვა­ნად­გუ­რებთ" - რუ­სუ­ლი კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს ხელმძღვანელი, დი­მიტ­რი რო­გო­ზი­ნი?

რუ­სუ­ლი კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს, "როს­კოს­მო­სის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი, დი­მიტ­რი რო­გო­ზი­ნი ამ­ბობს, რომ მის ქვე­ყა­ნას შე­უძ­ლია ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბი სწრა­ფად გა­ა­ნად­გუ­როს, თუკი ბირ­თვუ­ლი ომი იქ­ნე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ რო­გო­ზინ­მა "ტე­ლეგ­რა­მის“ არხზე და­წე­რა.

ის აცხა­დებს, რომ რუ­სეთს ნატო-ს ქვეყ­ნე­ბის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად სულ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი დას­ჭირ­დე­ბა.

"ბირ­თვულ ომში ნატო-ს წევრ ქვეყ­ნებს ჩვენ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გა­ვა­ნად­გუ­რებთ, მაგ­რამ ჩვენ არ უნდა და­ვუშ­ვათ ეს, რად­გამ ბირ­თვუ­ლი დარ­ტყმე­ბი გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ჩვენს დე­და­მი­წა­ზე“, - წერს "როს­კოს­მო­სის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ის ასე­ვე მი­იჩ­ნევს, რომ ნატო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ომს აწარ­მო­ებს.

"ნატო აწარ­მო­ებს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ომს. მას ომი არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბია ოფი­ცი­ა­ლუ­რად, თუმ­ცა ეს არა­ფერს ცვლის, ეს ყვე­ლას­თვის აშ­კა­რაა“, - აღ­ნიშ­ნავს რო­გო­ზი­ნი.

"ინტერპრესნიუსი"