ემანუელ მაკრონი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას თანამოაზრე ქვეყნების ახალი, ნაკლებად ფორმალური ჯგუფი - კვირის პალიტრა

ემანუელ მაკრონი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას თანამოაზრე ქვეყნების ახალი, ნაკლებად ფორმალური ჯგუფი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინას შესთავაზა, რომ ევროკავშირთან უფრო მჭიდროდ ეთანამშრომლა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

,,უკრაინა თავისი ბრძოლითა და გამბედაობით უკვე არის ჩვენი ევროპის, ჩვენი ოჯახის, ჩვენი კავშირის წევრი", - განუცხადა მაკრონმა ევროპარლამენტის წევრებს.

მათივე ინფორმაციით, იმის აღიარებით, რომ უკრაინისთვის ბლოკში გაწევრიანებას დრო დასჭირდება, მაკრონმა შეთავაზების შესახებ განაცხადა, რომ შეიქმნას თანამოაზრე ქვეყნების ახალი, ნაკლებად ფორმალური ჯგუფი.

მისი თქმით, ასეთი პოლიტიკური ჯგუფი ასევე ღია იქნება გაერთიანებული სამეფოსთვის, რაც მას საშუალებას მისცემს, Brexit-ის შემდგომ, უფრო მეტად ჩაერთოს ევროპულ საქმეებში.

მაკრონს არ უსაუბრია დეტალებზე იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს ასეთი ჯგუფი ან რა როლს შეასრულებს იგი.

როგორც Bloomberg-ი იუწყება, დასავლელ მოკავშირეებს შორის სოლიდარობის შემდგომი დემონსტრირებისთვის, მაკრონი მოგვიანებით ბერლინში გაემგზავრება, კანცლერ ოლაფ შოლცთან მოლაპარაკებების მიზნით.

ისინი სავარაუდოდ, რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ენერგეტიკისა და თავდაცვის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრებენ.

"ინტერპრესნიუსი"