"ვი­ფიქ­რე, რო­გო­რი ცოლი ვარ, აქ რომ ვიჯ­დე?! შე­იძ­ლე­ბა ის იქ მოკ­ვდეს. ამ ყვე­ლა­ფერს შო­რი­დან ვუ­ყუ­რო?" - რას წერს ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა ქართველ ქალბტონზე და იმ უცხოელ ქალებზე რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში იბრძვიან - კვირის პალიტრა

"ვი­ფიქ­რე, რო­გო­რი ცოლი ვარ, აქ რომ ვიჯ­დე?! შე­იძ­ლე­ბა ის იქ მოკ­ვდეს. ამ ყვე­ლა­ფერს შო­რი­დან ვუ­ყუ­რო?" - რას წერს ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა ქართველ ქალბტონზე და იმ უცხოელ ქალებზე რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში იბრძვიან

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა The Time ვრცელ სტა­ტი­ას უძღვნის იმ უცხო­ელ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვი­ან. სტა­ტი­ა­ში სა­უ­ბა­რია ქარ­თველ მებ­რძოლ ქა­ლებ­ზეც - ნანა ტო­მა­რა­ძე­სა და და­რე­ჯან მა­ი­სუ­რა­ძე­ზე.

“უკ­რა­ი­ნა­ში ბევ­რი უცხო­ე­ლი ქალი იმ­ყო­ფე­ბა, რად­გან ისი­ნი არ მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მხო­ლოდ მა­მა­კა­ცებ­მა უნდა იბ­რძო­ლონ. თე­ბერ­ვალ­ში, რო­დე­საც ომი და­ი­წყო, 31 წლის ქარ­თვე­ლი, ნანა ტო­მა­რა­ძე თბი­ლის­ში, სახ­ლში, თა­ვის 8 წლის ვაჟ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. მისი უკ­რა­ი­ნე­ლი ქმა­რი კი სამ­შობ­ლო­ში იყო და ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და“, - წერს Time-ი.

"ვი­ფიქ­რე, რო­გო­რი ცოლი ვარ, აქ რომ ვიჯ­დე?! შე­იძ­ლე­ბა ის იქ მოკ­ვდეს. ამ ყვე­ლა­ფერს შო­რი­დან ვუ­ყუ­რო?“, - ამ­ბობს ტო­მა­რა­ძე. მან შვი­ლი ბა­ბუ­ას­თან და­ტო­ვა და ქარ­თველ­თა იმ ავ­ტო­ბუ­სის მგზავ­რი გახ­და, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის და­სა­ცა­ვად გა­ემ­გზავრნენ.

"იქ იყ­ვნენ ყო­ფი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი, ბარ­მე­ნე­ბი, მხატ­ვრე­ბი და რამ­დე­ნი­მე პო­ე­ტიც კი. ჩვენ ვი­ცით, რა გან­ცდაა რუ­სეთ­თან ომი“, - ამ­ბობს ტო­მა­რა­ძე და იხ­სე­ნებს 2008 წელს, რო­დე­საც რუ­სუ­ლი ჯარი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­იჭ­რა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია მო­ახ­დი­ნა.

"ინტერპრესნიუსი"