რჩება თუ არა თენგიზ ცერცვაძე თანამდებობებზე? - კვირის პალიტრა

რჩება თუ არა თენგიზ ცერცვაძე თანამდებობებზე?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ თანამდებობაზე რჩება.

ცერცვაძემ გაიხსენა რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ის თანამდებობის დატოვებას ფიქრობდა, რადგან „გულნატკენი და შეურაცხყოფილი იყო“. ცერცვაძის თქმით, აღნიშნული განცხადება ემოციური იყო.

"დიახ, ვრჩები - საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს დავრჩე. ძალიან საინტერესო იყო რეაქცია. თავიდან მეგონა, რომ მთელი ქვეყანა დაინგრა და ჩემს წინააღმდეგაა, აღმოჩნდა, რომ ეს საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილია. ის იმდენად მცირეა, რომ ეს განწყობები და შეფასებები ვერსად ვიგრძენი - ვერც სამსახურში და ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა ვიგრძენი. ამან მაფიქრებინა, რომ კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, არამედ ეს ხალხი უნდა ტოვებდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.

"ინტერპრესნიუსი"