"ლენდ-ლიზის" კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია - დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ" - როგორ ეხმაურება ზელენსკი ბაიდენის გადაწყვეტილებას
აშშ-ს პრეზიდენტის მიერ "ლენდ-ლიზის" აქტზე ხელმოწერას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "ტვიტერის" გვერდზე ეხმაურება.
აქტი, რომელსაც უკრაინის დასახმარებლად მოეწერა ხელი, ზელენსკის თქმით, ისტორიული ნაბიჯია.
"მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის, ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისთვის. "ლენდ-ლიზის" შესახებ კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ და ჩვენ, დავიცავთ დემოკრატიას უკრაინაში და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ", - წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის "ლენ-ლიზის" აქტს ხელი მოაწერა, რითიც იგი კანონიერ ძალაში შევიდა. ამიერიდან აშშ უკრაინას სწრაფ და ეფექტურ სამხედრო დახმარებას გაუწევს.
"ინტერპრესნიუსი"