უკრაინაში დაბომბვისას, რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია დაიღუპა - კვირის პალიტრა

უკრაინაში დაბომბვისას, რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია დაიღუპა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს მიერ „ტელეგრამში“ გავრცელებული ინფორმაციით, რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია უკრაინაში, „ნაცრისფერ ზონაში“ დაბომბვისას დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჟვანია ზაპოროჟიეს რეგიონში, სოფელ ნოვოპოკროვკასთან, რუსი ოკუპანტების საგუშაგოსთან საარტილერიო სროლის შედეგად დაიღუპა.

IPN