"რეალობა სიმშვიდეს მოითხოვს და ერთადერთი დამნაშავე, რომ მშვიდობა განადგურდა, არის და იქნება რუსული სახელმწიფო, ეს რუსეთის ისტორიული პასუხისმგებლობაა" - კვირის პალიტრა

"რეალობა სიმშვიდეს მოითხოვს და ერთადერთი დამნაშავე, რომ მშვიდობა განადგურდა, არის და იქნება რუსული სახელმწიფო, ეს რუსეთის ისტორიული პასუხისმგებლობაა"

ერთადერთი დამნაშავე, რომ მშვიდობა განადგურდა, არის და იქნება რუსული სახელმწიფო. ეს რუსეთის ისტორიული პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ევროპის ქვეყნებში ახლა მთავარი თემა არის ის ფასი, რომლის გადახდაც მათ უწევთ იმისათვის, რომ უკრაინაში, რუსეთის მიერ წარმოებული ომი გააჩერონ.

,,ჩვეულებრივ, ევროპელებმა 9 მაისს გაიხსენეს მშვიდობის ფასი, რომელიც 77 წლის წინ, ჩვენი კონტინენტის ყველა ერმა გადაიხადა. ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ აიცილონ თავიდან ასეთი საშინელი ომის განმეორება. ცხადია, რომ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ევროპის დედაქალაქებში მთავარი თემა მშვიდობის ფასია, რომელიც რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შესაჩერებლად უნდა გადაიხადონ. დარწმუნებული ვარ, ახლა მოსკოვშიც ეს არის მთავარი თემა, პროპაგანდაში ყველაფრის ჩვენება შეუძლიათ, მაგრამ რეალობის შეცვლა შეუძლებელია. რეალობა სიმშვიდეს მოითხოვს და ერთადერთი დამნაშავე, რომ მშვიდობა განადგურდა, არის და იქნება რუსული სახელმწიფო. ეს რუსეთის ისტორიული პასუხისმგებლობაა", - განაცხადა ზელენსკიმ.

ინტერპრესნიუსი