ბიზნესმენი, უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი - ვინ იყო დავით ჟვანია, რომელიც უკრაინაში დაბომბვისას დაიღუპა - კვირის პალიტრა

ბიზნესმენი, უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი - ვინ იყო დავით ჟვანია, რომელიც უკრაინაში დაბომბვისას დაიღუპა

უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მრჩე­ვე­ლის, ან­ტონ გე­რა­შენ­კოს მიერ "ტე­ლეგ­რამ­ში“ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­დას ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი და­ვით ჟვა­ნია უკ­რა­ი­ნა­ში, "ნაც­რის­ფერ ზო­ნა­ში“ და­ბომბვი­სას და­ი­ღუ­პა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მე­დი­ის ცნო­ბით, ჟვა­ნია ზა­პო­რო­ჟი­ეს რე­გი­ონ­ში, სო­ფელ ნო­ვო­პოკ­როვ­კას­თან, რუსი ოკუ­პან­ტე­ბის სა­გუ­შა­გოს­თან სა­არ­ტი­ლე­რიო სრო­ლას ემსხვერ­პლა.

ვინ იყო და­ვით ჟვა­ნია?ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და პო­ლი­ტი­კო­სი და­ვით ჟვა­ნია თა­ვი­სი ბი­ოგ­რა­ფი­ის გამო, ხში­რად გამ­ხდა­რა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტი.

იგი 1967 წლის 20 ივ­ნისს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა N61 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. შემ­დეგ კი – თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. სა­ხალ­ხო მე­ურ­ნე­ო­ბის და­გეგ­მვის სპე­ცი­ა­ლო­ბით, ეკო­ნო­მის­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით.

მსა­ხუ­რობ­და საბ­ჭო­თა ჯარ­ში. უკ­რა­ი­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 1991 წელს გა­და­ვი­და, სა­დაც ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ კომ­პა­ნი­ა­ში - "სა­ვაჭ­რო სახ­ლი", მე­ნე­ჯე­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. სწრა­ფად მი­ი­წევ­და თურ­მე კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე და ჯერ ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი გახ­და, შემ­დეგ კი სხვა კომ­პა­ნი­ის, "ბრინ­კფორდ კონს ლი­მი­ტე­დის" პრე­ზი­დენ­ტი.

და­ვით ჟვა­ნი­ას, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სის კა­რი­ე­რა კი 2002 წლი­დან იწყე­ბა. უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლეს რა­და­ში ის ბლოკ "ნაშა უკ­რა­ი­ნას" სიით მოხ­ვდა. იყო უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ვიქ­ტორ იუ­შენ­კოს სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი.

დე­პუ­ტა­ტის რან­გში და­ვით ჟვა­ნი­ამ ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან და კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის კო­მი­ტე­ტი ჩა­ი­ბა­რა. 2005-ში კი იუ­ლია ტი­მო­შენ­კოს მთავ­რო­ბა­ში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და.

ambebi.ge