"კოდორის ხეობაში დავიჭერი" - რას ჰყვება უკრაინელი მებრძოლი, რომელმაც აფხაზეთის ომში ფეხი დაკარგა? - კვირის პალიტრა

"კოდორის ხეობაში დავიჭერი" - რას ჰყვება უკრაინელი მებრძოლი, რომელმაც აფხაზეთის ომში ფეხი დაკარგა?

უკ­რა­ი­ნე­ლი ლე­ო­ნიდ ბი­ლი­კი წლე­ბია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს, ის აფხა­ზე­თის ომი მო­ნა­წი­ლეა, სა­დაც ფეხი და­კარ­გა. ambebi.ge ლე­ო­ნიდ ბი­ლი­კის ამ­ბით და­ინ­ტე­რეს­და და ვთხო­ვეთ, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ე­თხრო.

"ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფლიქ­ტის დროს უკ­რა­ი­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი თავ­დაც­ვის ქვე­და­ნა­ყო­ფი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. იმ ქვე­და­ნა­ყოფ­ში მეც ვი­ყა­ვი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა გაგ­ვე­წია და შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, თუმ­ცა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თეთ... ისე მოხ­და, რომ კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში და­ვი­ჭე­რი, სო­ფელ აჟა­რა­ში სამი დღე ვი­წე­ქი... თბი­ლის­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით გად­მო­მიყ­ვა­ნეს. ფეხ­ზე ოპე­რა­ცია ჩა­მი­ტარ­და, მაგ­რამ შემ­დეგ გან­გრე­ნა გან­ვი­თარ­და და ფეხი დავ­კარ­გე... 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 7 ოპე­რა­ცია გა­მი­კეთ­და. ბევ­რი სის­ხლი დავ­კარ­გე. წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად და­ვი­კე­ლი, 54 კი­ლოგ­რამს ვი­წო­ნი­დი. ეტლს ვი­ყა­ვი მი­ჯაჭ­ვუ­ლი. ძალა არ მქონ­და და ენერ­გი­ას თან­და­თან ვიკ­რებ­დი", - გვიყ­ვე­ბა ბა­ტო­ნი ლე­ო­ნი­დი, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის და­ცე­მის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა - სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა.

- დავ­რჩი, რად­გან ჩვენ­თან, უკ­რა­ი­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბი იყო. პრე­ზი­დენტ კუჩ­მას ბრძა­ნე­ბით, სამ­ხედ­რო­ებს, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის გა­რეთ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ 15 წელს უს­ჯიდ­ნენ. ამი­ტომ ჩას­ვლა არ გავ­რის­კე... სა­ქარ­თვე­ლო­ში 1993 წელს ჩა­მო­სუ­ლი, იქ მხო­ლოდ 1998 წელს დავ­ბრუნ­დი, რომ მშობ­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი მე­ნა­ხა...

მა­მამ მი­თხრა, - კა-გე-ბე­დან იყ­ვნენ, შენი ამ­ბა­ვი აინ­ტე­რე­სებ­და­თო. რად­გა­ნაც ჩე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მივ­ხვდი, თავს არ და­მა­ნე­ბებ­დნენ და გა­დავ­წყვი­ტე, ისევ თბი­ლის­ში ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. შშმ პირი რომ და­ვე­პა­ტიმ­რე­ბი­ნეთ, სას­ჯე­ლის მოხ­და გა­მი­ჭირ­დე­ბო­და... დავ­ბრუნ­დი და სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. მერე დავ­ქორ­წინ­დი, მაგ­რამ არ გა­მი­მარ­თლა. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არ შედ­გა... ცოლი შე­ვირ­თე, გუ­რუ­ლი ქალი, რო­მელ­საც მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავ­და. ერ­თად კი პირ­ვე­ლი შვი­ლი, გო­გო­ნა გაგ­ვიჩ­ნდა... შემ­დეგ ბიჭი შეგ­ვე­ძი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს შო­რის ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი და­ი­წყო. წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მიყ­ვარს, რომ ადა­მი­ა­ნი შრო­მობს. შშმ პირი ვარ და დღემ­დე მა­ინც არ ვჩერ­დე­ბი, სულ ვმუ­შა­ობ­დი და ვმუ­შა­ობ, რო­გორც შე­მიძ­ლია. ვტაქ­სა­ობ­დი კი­დეც და რა­საც ვშო­უ­ლობ­დი, სახ­ლში მიმ­ქონ­და... მი­მაჩ­ნია, რომ ცოლ­მა და მის­მა ნა­თე­სა­ვებ­მა აბუ­ჩად ამიგ­დეს... დე­და­ჩე­მი ისე­თი ქა­ლია, მი­თხრა - თუ ბავ­შვებს მი­ა­ტო­ვებ, უკ­რა­ი­ნა­ში, სახ­ლში აღარ ჩა­მოხ­ვი­დეო. შვი­ლე­ბი არ მი­მი­ტო­ვე­ბია, მაგ­რამ მე და ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ერ­თად აღარ ვცხოვ­რობთ.

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ქა­ლაქ ჩერ­კას­ში (კი­ე­ვი­დან 180 კი­ლო­მეტ­რი) 1966 წელს 24 აპ­რილს და­ი­ბა­და. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სპეც­სამ­სა­ხურ­ში წა­ვი­და:

"იმ­ჟა­მად ყი­რიმ­ში იყო ნა­წი­ლი და იქ ვმსა­ხუ­რობ­დი. ორ­ნა­ხე­ვა­რი წელი ვიმ­სა­ხუ­რე და სახ­ლში დავ­ბრუნ­დი. მერე კი მა­მის მო­თხოვ­ნით, სწავ­ლა უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში და­ვი­წყე. სას­წავ­ლე­ბე­ლი რომ და­ვამ­თავ­რე, აფხა­ზურ-ქარ­თულ კონ­ფლიქ­ტში ჩარ­თვა მა­შინ მო­მი­წია. რო­გორც გი­თხა­რით, ჩვე­ნი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1993 წელს ჩა­მო­ვი­და. სამ­ხედ­რო პირი ვი­ყა­ვი და სხვა­ნა­ი­რად არ შე­მეძ­ლო,“ - გვიყ­ვე­ბა ბა­ტო­ნი ბი­ლი­კი. გააგრძელეთ კითხვა