"საქართველოში პუტინისა და მისი რაშისტული რეჟიმის საცეცები, “ბორინკას ოცნება”, მისი სატელიტები აუცილებლად დასუსტდებიან" - კვირის პალიტრა

"საქართველოში პუტინისა და მისი რაშისტული რეჟიმის საცეცები, “ბორინკას ოცნება”, მისი სატელიტები აუცილებლად დასუსტდებიან"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­რიგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"გუ­შინ­დელ­მა დღემ კარ­გად აჩ­ვე­ნა, (პირ­და­პირ ვი­ტყვი,) თუ რო­გორ ჩა­ის­ვა­რა პუ­ტინ­მა და რუ­სე­თის რა­შის­ტულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ უკ­რა­ი­ნა­ში წა­მო­წყე­ბუ­ლი, სის­ხლისმღვრე­ლი, სას­ტი­კი დამ­პყრობ­ლუ­რი ავან­ტუ­რუ­ლი ომით. ესაა ამ ბო­რო­ტე­ბის ბუ­დის, და­სას­რუ­ლის ის­ტო­რი­უ­ლი და­სა­წყი­სი, მით უფრო იმ ფონ­ზე, რაც უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტის ველ­ზე გმი­რუ­ლად დამ­ცვე­ლი ვაჟ­კა­ცე­ბის (ჩვენ­და სა­ა­მა­ყოდ ბევ­რი ქარ­თვე­ლიც რო­მაა მათ შო­რის) თავ­გან­წირ­ვამ გა­ა­კე­თა და ამას ზე­მო­დან ამე­რი­კის პრე­ზი­დენტ ბა­ი­დე­ნის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი ლენდ-ლი­ზის კა­ნო­ნით, რაც უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბას პრაქ­ტი­კუ­ლად გარ­და­უ­ვალს ხდის.

სწო­რედ ამ ბოლო 9 მა­ისს და­ი­წყო, (პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი 24 თე­ბერ­ვალს გა­და­იდ­გა) რუ­სე­თის მო­დერ­ნი­ზი­რე­ბუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე იდე­ო­ლო­გი­ურ-პო­ლი­ტი­კუ­რი რღვე­ვის, შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სი. რაც სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ყვე­ლა სხვა მე­ზო­ბელს აძ­ლევს კარგ შანს, მშვი­დო­ბი­ა­ნად და­იბ­რუ­ნოს ის, რაც რუ­სეთ­მა წაგ­ვარ­თვა. ესაა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, თუ თა­ვი­სუფ­ლე­ბის ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა, მისი “რბი­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით”, მე­ხუ­თე კო­ლო­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ჩაკ­ლა და/ან უკი­დუ­რე­სად და­ა­სუს­ტა ჩვენ­თან, რა­საც ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მი, ეროვ­ნუ­ლი სი­ა­მა­ყე და ჭეშ­მა­რი­ტად სუ­ვე­რე­ნუ­ლი, ეფექ­ტი­ა­ნი, სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა ქვია. ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პუ­ტი­ნი­სა და მისი რა­შის­ტუ­ლი რე­ჟი­მის სა­ცე­ცე­ბი, “ბო­რინ­კას ოც­ნე­ბა”, მისი სა­ტე­ლი­ტე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად და­სუს­ტდე­ბი­ან, რაც კარგ შანს მის­ცემს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რუსი ოლი­გარ­ქის მიერ მი­ტა­ცე­ბუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა და­იბ­რუ­ნოს და ჩა­ა­ბა­როს იმ დე­მოკ­რა­ტი­ულ და პატ­რი­ო­ტულ ძა­ლებს, ვი­საც (და რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტუ­ლი გა­და­ნა­წი­ლე­ბი­თაც) ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დია უნდა მოხ­დეს მშვი­დო­ბი­ა­ნად, თუმ­ცა ამას დიდი ბრძო­ლა და შრო­მა დას­ჭირ­დე­ბა, თუმ­ცა მა­ნამ­დე უკ­რა­ი­ნა­ში ომი, უკ­რა­ი­ნამ და­მა­ჯე­რებ­ლად უნდა მო­ი­გოს და ამი­სათ­ვის ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს მთელ­მა ცი­ვი­ლი­ზი­რე­ბულ­მა მსოფ­ლი­ომ, ვი­საც რა და რო­გორც შე­უძ­ლია. დი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს!#თა­ვი­სუფ­ლე­ბა­მი­შას!Slava Ukrayni!"