ავიაბილეთები ქუთაისიდან ევროპის და აზიის მიმართულებით - კვირის პალიტრა

ავიაბილეთები ქუთაისიდან ევროპის და აზიის მიმართულებით

ავიაბილეთები ქუთაისიდან საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადია ქართველ მოგზაურებს შორის. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან უკვე დიდი ხანია ევროპის ქვეყნების მიმართულებით პირდაპირი რეისები სრულდება. ქუთაისის აეროპორტმა ქართველ მოგზაურებს ისეთი მიმართულებები შესთავაზა, როგორიც მანამდე არც ერთი აეროპორტიდან არ ყოფილა.

ამასთანავე, ქუთაისის აეროპორტი საქართველოს სხვა აეროპორტებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ საკმაოდ დაბალბიუჯეტურ ფრენებს გვთავაზობს, თანაც ყველაზე პოპულარული მიმართულებებით. სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისის აეროპორტი დღეს ყველაზე მოთხოვნადია მოგზაურობის მოყვარულ საქართველოს მოქალაქეებს შორის.

ქუთაისის აეროპორტი 2021 წელს განახლდა და ახლა უკვე მგზავრებს უფრო კომფორტულ და მოსახერხებელ გარემოს სთავაზობს . განახლებული აეროპორტის ტერმინალის ზომა 4-ჯერ გაიზარდა და ის უკვე 30 000 კვ.მ -ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ტერმინალში მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, აქედან ორი ბარგის ჩასაბარებლი, იგივე „baggage drop” დახლია, რაც რეგისტრაცია გავლილ მგზავრებს საშუალებას აძლევს თვითონ ჩააბარონ ბარგი. ქუთაისის განახლებულ აეროპორტს დღესდღეობით შეუძლია 2,5 მილიონ მგზავრს მოემსახუროს.

რომელი ავიაკომპანიები ოპერირებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში?

Wizz Air

ქუთაისის აეროპორტი ყველასთვის ავიაკომპანია Wizz Air -თან ასოცირდება. მიზეზი ის არის, რომ ავიაბილეთები ქუთაისიდან ყველაზე იაფად სწორედ Wizz Air - ის რეისებზე შეგვიძლია შევიძინოთ. გარდა ამისა, ავიაკომპანია ყველაზე მეტი მიმართულებით გვთავაზობს პირდაპირ ფრენებს ქუთაისიდან. სწორედ ამიტომ, ვიზეარი აეროპორტის წამყვანი ავიაკომპანიაა. Wizz Air - ი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც სწორედ თავისი დაბალი ფასების გამო საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე.

Wizz Air - ის რეისების არჩევანი საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ავიაკომპანია ევროპის ყველაზე პოპულარული და საინტერესო ქალაქების მიმართულებით გვთავაზობს ფრენებს და თან საკმაოდ დაბალ ფასად.

ვიზეარი საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს საოცნებო ქალაქებში დაბალბიუჯეტურად იმოგზაურონ. Wizz Air - ის იაფი ავიაბილეთები შეგიძლით ისეთი ზღაპრული ქალაქების მიმართულებით შეიძინოთ, როგორებიცაა: პარიზი, ვენა, პრაღა, ლარნაკა, ბერლინი, ბუდაპეშტი, მილანი, რომი, ბარსელონა, ათენი და სხვ. აღსანიშნავია, რომ Wizz Air - ი ქუთაისიდან პოლონეთის 5 ქალაქში გვთავაზობს პირდაპირ ფრენებს.

ავიაბილეთები ქუთაისიდან უკვე შეგიძლიათ აზიის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის მიმართულებითაც შეიძინოთ. 2021 წლის 15 დეკემბრიდან Wizz Air -მა ქუთაისის აეროპორტიდან აბუ-დაბის მიმართულებით დაიწყო ოპერირება და თავისი მიმართულებების ჩამონათვალი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ეგზოტიკური გახადა.

kutaisi-800-x-800-px-1652191810.png

FlyAristan

FlyAristan კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებს. ყაზახური ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე პირველად 2021 წლის მაისში შემოვიდა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო ოპერირება.

FlyAristan - ი შესაძლებლობას გაძლევთ ყაზახეთის ავიაბილეთები იაფად შეიძინოთ. პირდაპირი ფრენები სრულდება ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: აქტაუ, ატირაუ, შიმკენტი და ნურ-სულთანი.

Belavia

ბელორუსიის წამყვანი ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გასულ წელს შემოვიდა. Belavia უკვე წლებია საქართველოში ოპერირებს, კერძოდ, თბილისის და ბათუმის აეროპორტებში. 2021 წლის აგვისტოდან კი, მგზავრებს ქუთაისიდანაც სთავაზობს ფრენებს.

Belavia პირდაპირ ფრენებს ასრულებს მინსკი - ქუთაისი - მინსკის საჰაერო ხაზზე.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისიდან ფრენების საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნების მიმართულებით. ავიაბილეთები ქუთაისიდან შეგიძლიათ ყველაზე პოპულარული და საინტერესო ქალაქების მიმართულებით შეიძინოთ საკმაოდ დაბალ ფასად. ავიაბილეთების შესაძენად შეგიძლიათ გამოიყენოთ avia.ge - ის საძებო სისტემა, სადაც საკმაოდ მარტივი და კომფორტული პლატფორმის საშუალებით შეძლებთ შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები და თქვენი საოცნებო ქალაქის მიმართულებით გაემგზავროთ.

(R)