"რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს გაეროს სესიის საფარქვეშ მოწყობილ პოლიტიკურ შოუში" - რას აცხადებს მარია ზახაროვა? - კვირის პალიტრა

"რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს გაეროს სესიის საფარქვეშ მოწყობილ პოლიტიკურ შოუში" - რას აცხადებს მარია ზახაროვა?

რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო სესიაში, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"რუსეთის დელეგაცია მონაწილოებას არ მიიღებს რიგგარეშე სესიის საფარქვეშ მოწყობილ ახალ პოლიტიკურ შოუში. რუსეთის არგუმენტები და ახსნა-განმარტებები „სპეცოპერაციის“ ნამდვილ მიზნებსა და ადგილზე არსებულ რეალურ ვითარებაზე სრულიად იგნორირებულია", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა საბჭომ გამოაცხადა, რომ საგანგებო სხდომას გამართავს კიევის მოთხოვნით, რათა განიხილოს "უკრაინაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუარესება, რომელიც გამოწვეულია რუსული აგრესიით".

"ინტერპრესნიუსი"