"20 წლის ვი­ყა­ვი, როცა ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი - კესო გაჩ­ნდა" - როგორი მამაა ლევან ყოჩიაშვილი ეკრანს მიღმა? - კვირის პალიტრა

"20 წლის ვი­ყა­ვი, როცა ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი - კესო გაჩ­ნდა" - როგორი მამაა ლევან ყოჩიაშვილი ეკრანს მიღმა?

ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლის გმი­რი ერთ-ერ­თია იმ პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან, რო­მე­ლიც ჩცდ-ს პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი­დან დღემ­დე სე­რი­ალ­შია. მამა, რო­მე­ლიც 5 შვი­ლი­ან ოჯახს არ­ჩენს, მუდ­მი­ვად გა­დარ­ბე­ნა­ზეა, უყ­ვარს მე­გობ­რებ­თან ერ­თად გან­ტვირ­თვა და ხში­რად უწევს ცო­ლის და­ქა­ლე­ბის წუ­წუ­ნის მოს­მე­ნა - ასე­თია დათო გო­ცი­რი­ძის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა.

რო­გო­რია ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა ეკ­რანს მიღ­მა და ვინ არი­ან მისი შვი­ლე­ბი, ამის შე­სა­ხებ ის ჟურ­ნალს "გზას­თან" სა­უბ­რობს:

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კის - 20 წლის ვი­ყა­ვი, როცა ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი - კესო გაჩ­ნდა. სა­ერ­თოდ, თავ­და­პირ­ვე­ლად, ძნე­ლია, როცა თა­ვა­დაც თით­ქმის ბავ­შვს ბავ­შვი გიჩ­ნდე­ბა. მშობ­ლე­ბიც გეხ­მა­რე­ბი­ან... დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ძლი­ერ­დე­ბა... მა­მო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ბავ­შვის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ვიგ­რძე­ნი.

- ერ­თგვა­რი სტრე­სიც იყო შვი­ლის შე­ძე­ნა, არა?

- მგო­ნი, ყვე­ლას­თვის ასეა, როცა პა­ტა­რა ასაკ­ში შვი­ლი შე­ე­ძი­ნე­ბა. ბავ­შვს ზრუნ­ვა სჭირ­დე­ბა. თან, მა­შინ ცო­ტა­თი სხვა­ნა­ი­რი დრო იყო. რა­ღა­ცე­ბი ჭირ­და, არ იშო­ვე­ბო­და...

- უფ­როს შვილ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ გარ­და­ტე­ხის ასა­კამ­დე?

- სა­ერ­თოდ, სულ ვცდი­ლობ, შვი­ლებს ისე მო­ვექ­ცე, რო­გორც ჩემი მშობ­ლე­ბი მექ­ცე­ოდ­ნენ - მათი აღ­ზრდის მე­თო­დის "ასლს ვა­კე­თებ­დი": დედ-მა­მას­თან ვმე­გობ­რობ­დი. ახ­ლაც ასეა. შვი­ლე­ბის აღ­ზრდი­სას იმის "კო­დი­რე­ბა" მო­ვახ­დი­ნე, რაც მშობ­ლე­ბის­გან სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოც­დი­ლი მქონ­და.

- გა­ა­მარ­თლა?

- კი, გა­ა­მარ­თლა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მო­დის.

- კე­სოს გარ­და­ტე­ხის ასაკს რო­გორ გა­უმკლავ­დით?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი არ ყო­ფი­ლა. მო­ზარ­დო­ბი­სას ადა­მი­ანს რა­ღა­ცე­ბი ემარ­თე­ბა, ჯი­უტ­დე­ბა, მაგ­რამ კე­სოს შემ­თხვე­ვა­ში, ამ პე­რი­ოდ­მა ძა­ლი­ან უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ ჩა­ი­ა­რა.

- თქვენს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვანს მშობ­ლე­ბი რო­გორ შეხ­ვდნენ და თა­ვად რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­დათ, როცა თქვე­ნი შვი­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი შე­ი­ტყვეთ?

- ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მშობ­ლე­ბი გა­გე­ბით შეხ­ვდნენ, მხარ­ში ამო­მიდ­გნენ... მათ­გან არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ შემ­ხვედ­რია, პი­რი­ქით - ხელი შე­მი­წყვეს. ხომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ანს და­უ­ჯე­რონ, ენ­დონ, არა? ჰოდა, ჩემს მშობ­ლებს ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ და თა­ვა­დაც ასე ვარ გან­წყო­ბი­ლი: თუ ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, მონ­დო­მე­ბუ­ლია, სულ ამა­ზე ოც­ნე­ბობს, ფიქ­რობს, ცხა­დია, მხა­რი უნდა და­უ­ჭი­რო, მხარ­ში ამო­უდ­გე...

ჩემ­მა შვილ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, წელს სა­ჯა­რო მარ­თვის ფა­კულ­ტეტს (მა­გის­ტრა­ტუ­რას) ამ­თავ­რებს. მა­გის­ტრა­ტუ­რის 1 სე­მესტრის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლო­ნეთ­ში სწავ­ლობ­და. მისი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა - მერ­ვე კლა­სი­დან იცო­და, რო­მე­ლი პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა, რო­მელ სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლა სურ­და. იცო­და, რის­კენ მი­დი­ო­და და მი­დის. რო­გორც შე­მიძ­ლია, მხარ­ში ვუდ­გა­ვარ.იხილეთ სრულად