"ქურდობა, რომლის დაფარვასაც არ ცდილობენ" - როგორ ეხმაურება სერგეი ლავროვი იდეას, რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის შესაახებ? - კვირის პალიტრა

"ქურდობა, რომლის დაფარვასაც არ ცდილობენ" - როგორ ეხმაურება სერგეი ლავროვი იდეას, რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის შესაახებ?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის განცხადებას ეხმაურება, რომ რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინას გადაეცეს, რომელიც ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის აღდგენას მოხმარდება და იდეას "ქურდობას“ უწოდებს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

"ქურდობა, რომლის დაფარვასაც არ ცდილობენ“ , - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, დასავლეთისთვის ასეთი ქმედება უკვე ჩვევად იქცა.

ლავროვმა მაგალითად ავღანეთის აქტივების გაყინვასთან დაკავშირებული სიტუაცია მოიყვანა, რომელიც, მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებს სურთ გამოიყენონ არა ავღანეთის მოსახლეობის საჭიროებისთვის, არამედ იმ მიზნებისთვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული აღდგენასთან.

"ინტერპრესნიუსი"