აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 40 მილიარდზე მეტი ღირებულების დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა - კვირის პალიტრა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 40 მილიარდზე მეტი ღირებულების დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 40 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება დაამტკიცა.

Reuters-ის ცნობით, კანონპროექტს მხარი პალატის 368-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 57-ი წავიდა.

დოკუმენტი სენატს გადაეგზავნა, რომელიც, სავარაუდოდ, სწრაფად იმოქმედებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორი კვირის კონგრესს უკრაინისთვის დამატებითი 33 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების დამტკიცების თხოვნით მიმართა, მაგრამ კანონმდებლებმა სამხედრო და ჰუმანიტარული დაფინანსების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.

IPN