ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნებს პენიტენციურ სამსახურს დღეს წარუდგენენ - კვირის პალიტრა

ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნებს პენიტენციურ სამსახურს დღეს წარუდგენენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნებს პენიტენციურ სამსახურს ადვოკატები დღეს წარუდგენენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" გამოკვლევებისთვის გადასვლაზე თანხმობას გამოთქვამს, თუმცა რამდენიმე პირობით. მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს, რომ მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ოჯახის წევრებს, პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ "ემპათიადან". ამასთან, მოითხოვს, რომ დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს, ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს.

ასევე საუბრობს, რომ დანიშნულების დადგენასა და ასევე მკურნალობის შემდგომი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა მოხდეს პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრი "ემპათიის" ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით.

ინტერპრესნიუსი