22 წლის ქართველი ბიჭი პოლონეთში გარდაცვლილი იპოვეს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე, 22 წლის ბექა ტაბაღუა გარდაცვლილი იპოვეს. მას ჭრილობები სავარაუდოდ, ცივი ირაღით აქვს მიყენებული.
ოჯახი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს.
ბექა ტაბაღუა, ზუგდიდის სოფელ ინგირში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. ის პოლონეთში 6 თვის წინ წავიდა.
ინტერპრესნიუსი