"ცოცხალია ბექა" - რას ამბობს პოლონეთში მყოფ 22 წლის ქართველ ბიჭზე მისი მეგობარი - კვირის პალიტრა

"ცოცხალია ბექა" - რას ამბობს პოლონეთში მყოფ 22 წლის ქართველ ბიჭზე მისი მეგობარი

ზუგდიდში, ინგირის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 22 წლის ბექა ტაბაღუას პოლონეთში გარდაცვალებაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და საბედნიეროდ ის დღეს ცოცხალია. ეს ინფორმაცია "კვირის პალიტრას" მისმა თანაკლასელმა ბექა ლაგვილავამ მოგვაწოდა.

"ბექა ტაბაღუა ნამდვილად ცოცხალია, ჩვენს ახლობელს ვესაუბრე ამ წუთას და მითხრა, რომ პირადად ესაუბრა ბექას. ის გონზეა, საუბრობს, უბრალოდ დაჭრილია და კლინიკაშია გადაყვანილი. დაზუსტებით შემიძლია ეს გითრათ", - მითხრა ბექა ლაგვილავამ და ამის დასადასტურებლად ვიდეო საუბრის ამსახველი კადრებიც გამოგვიგზავნა. ეს ინფორმაცია ჩვენთან ტაბაღუას დეიდაშვილმაც დაადასტურა.

280160975-514973376768121-2146558468023055871-n-1652259669.jpg

"სხვა რეალობის წინაშე ვდგებით, წუხელ მთელი ღამე არ გვიძინია და საბედნიეროდ, ცოცხალია ბექა. ისევ კლასელი, ჩემი მეგობარი პირადად მესაუბრა. ის ახლა ბექას გვერდით არის. ბექა საოცრად კარგი ბიჭია. იმდენად უკონფლიქტო და წყნარი ადამიანია წარმოუდგენელია მას ვინმესთან კონფლიქტი მოსვლოდა. ძალიანაც რომ გინდოდეს, ნეგატიურად ვერ ისაუბრებ მასზე, იმდენად თბილი და კომუნიკაბელური ადამიანია. თუ სადმე კონფლიქტს შეესწრებოდა, ყოველთვის ანეიტრალებდა სიტუაციას. ძალიან ჰუმანური ადამიანია და სრული შოკი იყო ჩვენთვისაც ეს ინფორმაცია.

ვადასტურებ, რომ უკრაინის მოქალაქის მიერ არის დაჭრილი, თუმცა მიზეზი არ ვიცით ჯერჯერობით. ახლა მთავარია ცოცალია საუბრობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოჯახმაც იცის უკვე, რომ ცოცხალია.

დღეს ბექას დაბადების დღე აქვს, მინდა მივულოცო მას.

ფიზიკურად მუშაობს პოლონეთში, 6-7 თვეა წასულია საქართველოდან სამუშაოდ.

"შენ ნამდვილი დაბადების დღე გაგთენებია ძმაო, სიკვდილს რა უნდა შენთან, ბექა... შენს მშობლებს გაუსაძლისი ტკივილი სიხარულად ექცათ. გამოჯანმრთელდი, ძმაო. არ დანებდე! გილოცავ დაბადების დღეს!", - ამბობს მისი მეგობარი ბექა ლაგვილავა.

(სპეციალურად საიტისთვის)