ბილ გეითსს კორონავირუსი დაუდასტურდა
"მაიკროსოფტის" დამფუძნებელს და მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს ბილ გეითსს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ბილ გეითსი "ტვიტერზე" წერს და აღნიშნავს, რომ იზოლაციაშია და ვირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
ბილ გეითსს მილიონობით დოლარის ოდენობის თანხა აქვს შეწირული პანდემიის დახმარების ფონდებისთვის და ვაქცინების წარმოებისთვის. როგორც თვითონ აღნიშნავს, ვაქცინირებულია და ბუსტერ დოზაც აქვს მიღებული.