"18 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ კახა მამაჩემი იყო. ეს თვითონ მითხრა"
ეკონომიკის ექსმინისტრის, კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე საზოგადოებამ მამის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. იმთავითვე გაჩნდა ეჭვები, რომ იგი მდიდარი კაცის შვილობას ფინანსური ინტერესების გამო იბრალებდა და სინამდვილეში კახა ბენდუქიძესთან ნათესაური კავშირი არ ჰქონდა. ანასტასია სანამ მამის გვარზე ოფიციალურად გადავიდოდა და ეს კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, გონჩაროვას გვარს ატარებდა.
სკანდალური სასამართლო პროცესების შედეგად, რომელზეც უცხოური მედიაც აქტიურად წერდა, ლონდონის სასამართლოში ანასტასიამ დაამტკიცა, რომ ის მართლაც კახა ბენდუქიძის შვილი იყო და ამის შემდეგ მიიღო კიდეც მემკვიდრეობა.
ახლა როგორც თავად ამბობს, არის მამის მიერ დაარსებული "თავისუფალი უნივერსიტეტის" თანადამფუძნებელი და "ცოდნის ფონდის" დირექტორი".
ცნობილი მამის შესახებ ანასტასია ბენდუქიძემ გადაცემაში "ბაიასთან" ისაუბრა.
"18 წლის რომ ვიყავი, როცა გავიგე, რომ კახა მამაჩემი იყო. ეს თვითონ მითხრა. ლონდონში ვიყავით სასტუმროში, შევედი მასთან ოთახში, "ადაპტორი" მჭირდებოდა. რომ მივედი და მომცა, მითხრა, აიღე, შვილოო. მე ვუთხარი, ჰო, შენ ჩემთვის ყოველთვის მამასავით იყავი-მეთქი. მე შემი მამა ვარ, ბიოლოგიურიო, შოკში ჩავვარდი. მეგონა, შენ იცოდიო, მითხრა. არა, არ ვიცოდი-მეთქი. გააგრძელეთ კითხვა