"18 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ კახა მამაჩემი იყო. ეს თვითონ მითხრა" - კვირის პალიტრა

"18 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ კახა მამაჩემი იყო. ეს თვითონ მითხრა"

ეკო­ნო­მი­კის ექსმი­ნის­ტრის, კახა ბენ­დუ­ქი­ძის შვი­ლი ანას­ტა­სია ბენ­დუ­ქი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­იც­ნო. იმ­თა­ვით­ვე გაჩ­ნდა ეჭ­ვე­ბი, რომ იგი მდი­და­რი კა­ცის შვი­ლო­ბას ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო იბ­რა­ლებ­და და სი­ნამ­დვი­ლე­ში კახა ბენ­დუ­ქი­ძეს­თან ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და. ანას­ტა­სია სა­ნამ მა­მის გვარ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­და­ვი­დო­და და ეს კახა ბენ­დუ­ქი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მოხ­და, გონ­ჩა­რო­ვას გვარს ატა­რებ­და.

სკან­და­ლუ­რი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გად, რო­მელ­ზეც უცხო­უ­რი მე­დი­აც აქ­ტი­უ­რად წერ­და, ლონ­დო­ნის სა­სა­მარ­თლო­ში ანას­ტა­სი­ამ და­ამ­ტკი­ცა, რომ ის მარ­თლაც კახა ბენ­დუ­ქი­ძის შვი­ლი იყო და ამის შემ­დეგ მი­ი­ღო კი­დეც მემ­კვიდ­რე­ო­ბა.

ახლა რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, არის მა­მის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი "თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის" თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და "ცოდ­ნის ფონ­დის" დი­რექ­ტო­რი".

ცნო­ბი­ლი მა­მის შე­სა­ხებ ანას­ტა­სია ბენ­დუ­ქი­ძემ გა­და­ცე­მა­ში "ბა­ი­ას­თან" ისა­უბ­რა.

"18 წლის რომ ვი­ყა­ვი, როცა გა­ვი­გე, რომ კახა მა­მა­ჩე­მი იყო. ეს თვი­თონ მი­თხრა. ლონ­დონ­ში ვი­ყა­ვით სას­ტუმ­რო­ში, შე­ვე­დი მას­თან ოთახ­ში, "ადაპ­ტო­რი" მჭირ­დე­ბო­და. რომ მი­ვე­დი და მომ­ცა, მი­თხრა, აიღე, შვი­ლოო. მე ვუ­თხა­რი, ჰო, შენ ჩემ­თვის ყო­ველ­თვის მა­მა­სა­ვით იყა­ვი-მეთ­ქი. მე შემი მამა ვარ, ბი­ო­ლო­გი­უ­რიო, შოკ­ში ჩავ­ვარ­დი. მე­გო­ნა, შენ იცო­დიო, მი­თხრა. არა, არ ვი­ცო­დი-მეთ­ქი. გააგრძელეთ კითხვა