"თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება" - რა განცხადებას და ფოტოებს ავრცელებს მომღერლის ოფიციალური გვერდი - კვირის პალიტრა

"თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება" - რა განცხადებას და ფოტოებს ავრცელებს მომღერლის ოფიციალური გვერდი

9 მა­ისს რუ­სეთ­მა ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღე აღ­ნიშ­ნა. ქა­ლაქ ას­ტრა­ხა­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზია მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აა­ნონ­სებ­და კონ­ცერტს, სა­დაც ცნო­ბილ რუს ვარ­კვლა­ვებ­თან ერ­თად თა­მარ გვერდწი­თელ­საც უნდა ემ­ღე­რა. სა­ღა­მოს ერთ-ერთ რუ­სულ არხზე და­ი­წყო კონ­ცერ­ტი, რო­მელ­საც პირ­და­პი­რი ეთე­რი ეწე­რა და ლევ ლე­შენ­კოს­თან და სხვა ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად შავ კა­ბა­ში ჩაც­მუ­ლი თა­მარ გვერდწი­თე­ლიც მღე­რო­და. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში მომ­ღერ­ლის მე­გობ­რე­ბი წერ­დნენ, რომ რე­ა­ლუ­რად ეს ძვე­ლი ჩა­ნა­წე­რი იყო და თა­მა­რი დიდი ხა­ნია უკვე თბი­ლის­შია. დღეს მომ­ღერ­ლის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გავ­რცელ­და გან­ცხა­დე­ბა, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ კონ­ცერ­ტში, რო­მე­ლიც ვი­თომ "პირ­და­პირ ეთერ­ში“ გა­დი­ო­და, 2021 წლის ივ­ნი­სის გა­მოს­ვლის კად­რე­ბი იყო ჩას­მუ­ლი...

"გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ 9 მა­ისს რუ­სეთ­ში გა­მარ­ჯვე­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ კონ­ცერ­ტში იმ­ღე­რა თა­მარ გვერდწი­თელ­მა, რაც არის სრუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია. სა­ტე­ლე­ვი­ზიო ვერ­სია არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და თა­მა­რის ეს გა­მოს­ვლა არის შარ­შან­დე­ლი 22 ივ­ნი­სის კონ­ცერ­ტი­დან ამოჭ­რი­ლი და ჩას­მუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი თა­მარ გვერდწი­თე­ლი თვე­ზე მე­ტია სამ­შობ­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა. დღეს თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში მე­გობ­რუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო გა­მარ­თა ქარ­თველ მუ­სი­კო­სებ­თან, თა­ვის ბენ­დის ბი­ჭებ­თან ერ­თად:

თა­მარ გვერდწი­თე­ლი,

ირაკ­ლი მენ­თე­შაშ­ვი­ლი,

გია სა­ლა­ღიშ­ვი­ლი,

და­ვით ჯა­ფა­რი­ძე.

პა­ა­ტა ან­დრი­ა­ძე".

ambebi.ge