უკრაინიდან ლტოლვილ ქალბატონს, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ზუგდიდში ცხოვრობს, შვილი შეეძინა - კვირის პალიტრა

უკრაინიდან ლტოლვილ ქალბატონს, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ზუგდიდში ცხოვრობს, შვილი შეეძინა

უკრაინიდან ლტოლვილ მარია გორდულავას, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ზუგდიდში ცხოვრობს, შვილი შეეძინა. სასიხარულო ამბის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარე ავრცელებს.

"უკრაინიდან ლტოლვილ მარია გორდულავას, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ზუგდიდში ცხოვრობს, შვილი შეეძინა. შვილის შეძენა უკრაინის მოქალაქეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.ვახტანგ ტარანს და მარია გორდულავას მეორე შვილი - ადელინა კლინიკა „სენამედში“ შეეძინათ. სამედიცინო დაწესებულებამ მათ უფასო მომსახურეობა გაუწია.უკრაინის ქალაქ ოდესიდან ლტოლვილი მარია ომის დაწყების შემდეგ უფროს შვილთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს, მეუღლე კი უკრაინაში იმყოფება.სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ომის დაწყების შემდეგ ეს მეორე უკრაინული ოჯახია, რომელსაც შვილი შეეძინა, ადელინამდე მარტვილში მცხოვრებ წყვილს ვაჟი ეყოლა, რომელსაც ბაგრატი დაარქვეს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.