რე|ბანკი Animal Project-ის ღონისძიების მხარდამჭერია - კვირის პალიტრა

რე|ბანკი Animal Project-ის ღონისძიების მხარდამჭერია

8 მაისს თბილისში, ორბელიანის მოედანზე, Animal Project-ის ორგანიზებით ჩატარდა მიუსაფარი ცხოველებისთვის მიძღვნილი ღონისძიება. კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რე|ბანკი აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერი იყო.

მიუსაფარი ცხოველებისთვის ღონისძიება უკვე მეორე წელია აღინიშნება Animal Project-ის ინიციატივით. ღონისძიების ფარგლებში შედგა Animal Project-ის წლიური ანგარიშის წარდგენა, მოეწყო მეტისი ძაღლების კონკურსი, გასაჩუქებელი ლეკვების სივრცე, კუთხე დონაციისთვის და სხვა აქტივობები.

„რე|ბანკში მუდამ ვცდილობთ, გამოვიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და შეძლებისდაგვარად დავუდგეთ გვერდში მსგავს ინიციატივებს. მიუსაფარ ცხოველთა საკითხი ძალიან აქტუალურია და გვიხარია, რომ Animal Project-მა მოგვცა საშუალება ჩვენი მცირე წვლილი შეგვეტანა ამ ღონისძიების ჩატარებაში.“ - ანანო ქორქია, რე|ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი.

აღნიშნული ღონისძიება ერთ-ერთია იმ ურბანული პროექტების სიიდან, რომლებსაც რე|ბანკი აფინანსებს. მათ შორის არის თბილისი მურალ ფესტი, რომლის ფარგლებშიც ქალაქის დიდი კედლები მოიხატა საერთაშორისო და ადგილობრივი სტრიტ არტისტების მიერ; ასევე პროექტი „კინო მზიურში,“ რომელიც მიზნად ისახავს 24 კინოჩვენების გამართვას ღია ცისქვეშ, სადაც ნაჩვენები იქნება ქართული ფილმები და დასწრება ყველასთვის იქნება თავისუფალი;

რე|ბანკი პაშა ბანკის საცალო მიმართულების ქვე-ბრენდია, რომელიც 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ საბანკო სივრცეში და მომხმარებელს ძირითად საბანკო პროდუქტებთან ერთად სთავაზობს შოპინგ ბარათს ტოპ|ქარდი. ტოპ|ქარდის შესახებ ინფორმაციის ნახვა და მისი შეკვეთა შესაძლებელია ვებგვერდზე https://rbnk.ge/3MSMA4L.