"ერთხელ, მი­ში­კომ თქვა ადრე, ისე უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, მე შე­იძ­ლე­ბა, უფრო წა­ვი­დე და ეს არ­სად ფეხს არ გა­ად­გამ­სო…" - რას ამბობს გიული ალასანია ყოფილ რძალზე? - კვირის პალიტრა

"ერთხელ, მი­ში­კომ თქვა ადრე, ისე უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, მე შე­იძ­ლე­ბა, უფრო წა­ვი­დე და ეს არ­სად ფეხს არ გა­ად­გამ­სო…" - რას ამბობს გიული ალასანია ყოფილ რძალზე?

ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დედა, გი­უ­ლი ალა­სა­ნია ბაია დვა­ლიშ­ვი­ლის გა­და­ცე­მა­ში "ბა­ი­ას­თან" ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლე­დის, სან­დრა რუ­ლოვ­სის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. ალა­სა­ნია ამ­ბობს, რომ სან­დრამ გულ­წრფე­ლად შე­იყ­ვა­რა სა­ქარ­თვე­ლო.

"რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ სან­დრას ვედ­რო­თი გა­მოჰ­ქონ­და ორ­გა­ნო­ე­ბი?! ვინ-ვინ და ნამ­დვი­ლად არ იმ­სა­ხუ­რებ­და სან­დრა… ნამ­დვი­ლად გულ­წრფე­ლად შე­იყ­ვა­რა სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლე­ბი. ერთხელ, მი­ში­კომ თქვა ადრე, ისე უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, მე შე­იძ­ლე­ბა, უფრო წა­ვი­დე და ეს არ­სად ფეხს არ გა­ად­გამ­სო… აი,ფაქ­ტობ­რი­ვად, ამას ვხე­დავთ ზუს­ტად.

ბო­ლოს და ბო­ლოს, ქარ­თვე­ლი შვი­ლე­ბი ჰყავს. ისე­თი ქარ­თვე­ლე­ბი გა­ზარ­და, ნე­ტავ, ყვე­ლა ასე­თი გვყავ­დეს, ორი­ვე ბიჭი ასე­თია.

პა­ტა­რა წა­იყ­ვა­ნა სან­დრამ მა­შინ, იმი­ტომ რომ და­უ­ყა­და­ღეს მა­მა­მი­სის ფუ­ლით ნა­ყი­დი ის რა­ღა­ცა ბინა, ეს ისე­თი შე­უ­რა­ცხყო­ფა იყო, და­ავ­ლო ბავ­შვს ხელი და წა­იყ­ვა­ნა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ...

ჰყავ­და იქ რვა თვე და რვა თვის შემ­დეგ, ბავ­შვმა მო­ტყუ­ე­ბით ჩა­მო­იყ­ვა­ნა დე­და­მი­სი თბი­ლის­ში, მაგ­რამ რა დახ­ვდა სკო­ლა­ში? ძა­ლი­ან მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დახ­ვდა ბავ­შვს კლას­ში. ბავ­შვე­ბის სიყ­ვა­რულ­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნა აქ და იქ დახ­ვდა სულ სხვა გა­რე­მო. ასე­თი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი ბევ­რი იყო, რა თქმა უნდა…“ - ამ­ბობს ალა­სა­ნია.