პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა

ცნო­ბი­ლი პი­ა­ნის­ტი ლექ­სო თო­რა­ძე 69 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-ს პი­ა­ნის­ტის მის­მა ახ­ლო­ბელ­მა და­უ­დას­ტუ­რეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, პი­ა­ნის­ტი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და.

ალექ­სან­დრე (ლექ­სო) თო­რა­ძე და­ი­ბა­და თბი­ლის­ში, 1952 წლის 30 მა­ისს, კომ­პო­ზი­ტორ და­ვით თო­რა­ძი­სა და კი­ნომ­სა­ხი­ობ ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნის ოჯახ­ში.

თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­მუ­სი­კო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 1969 წელს ლექ­სო თო­რა­ძე ჩა­ი­რი­ცხა სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, ხოლო 1978 წელს და­ამ­თავ­რა ამა­ვე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ას­პი­რან­ტუ­რა.

1969 წელს პი­ა­ნის­ტი მუ­სი­კოს-შემ­სრუ­ლე­ბელ­თა ამი­ერ­კავ­კა­სი­ი­სა და სა­კავ­ში­რო კონ­კურ­სე­ბის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და; 1975 წელს იტა­ლი­ა­ში ა. კა­საგ­რან­დეს სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში მი­ი­ღო III პრე­მია, ხოლო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ვან კლა­ი­ბერ­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე – II პრე­მია.

1983 წლი­დან მუ­სი­კო­სი ცხოვ­რობს აშშ-ში და ეწე­ვა ნა­ყო­ფი­ერ სა­შემ­სრუ­ლებ­ლო და პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას; აღი­ა­რე­ბუ­ლია რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი ვირ­ტუ­ო­ზი პი­ა­ნის­ტი; მის შეს­რუ­ლე­ბას ახა­სი­ა­თებს მას­შტა­ბუ­რო­ბა, რო­მან­ტი­უ­ლო­ბა, არ­ტის­ტუ­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტი; ხში­რად მარ­თავს გას­ტრო­ლებს უცხო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში; თა­ნამ­შრომ­ლობს მსოფ­ლი­ოს გა­მო­ჩე­ნილ დი­რი­ჟო­რებ­თან; რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს ფეს­ტი­ვა­ლებ­ში - სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი, ლონ­დო­ნი, ჩი­კა­გო, ზალცბურ­გი, ედინ­ბურ­გი, რო­ტერ­და­მი და სხვ.

ლექ­სო თო­რა­ძის სა­შემ­სრუ­ლებ­ლო რე­პერ­ტუ­ა­რი მო­ი­ცავს სხვა­დას­ხვა სტი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბებს; მუ­სი­კოს­მა აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა მო­ცარ­ტის, ლის­ტის, პრო­კო­ფი­ე­ვის, რახ­მა­ნი­ნო­ვის, სტრა­ვინ­სკის, ჩა­ი­კოვ­სკის და სხვ. ნა­წარ­მო­ებ­თა შეს­რუ­ლე­ბით; პი­ა­ნის­ტის დის­კოგ­რა­ფია საკ­მა­ოდ ვრცე­ლია. მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მან დის­კზე ჩა­წე­რა შოს­ტა­კო­ვი­ჩის ყვე­ლა სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­ცერ­ტი ფრან­კფურ­ტის რა­დი­ოს სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად და ასე­ვე, პრო­კო­ფი­ე­ვის ყვე­ლა სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­ცერ­ტი სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის მა­რი­ას თე­ატ­რის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად ვა­ლე­რი გერ­გი­ე­ვის დი­რი­ჟო­რო­ბით.